• რეკლამა
  • კონტაქტი
06:47, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაგერიცხათ თუ არა კომუნალურ გადასახადებზე გაორმაგებული თანხა – სემეკი შემოწმების შემდეგ შედეგებს აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
13:01 02-28-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

დაერიცხათ თუ არა კომუნალურ გადასახადებზე გაორმაგებული თანხა აბონენტებს – სემეკი “თელმიკოსა” და “თელასის” შემოწმების შემდეგ შედეგებს აქვეყნებს. სემეკში ამბობენ, რომ დადგინდა გარკვეული შეუსაბამობები.

“შესწავლილი იქნა მრიცხველებთან დაკავშირებული საკითხები, აღრიცხვის და დარიცხვის სისწორე, კანონიერება და ამ ყველაფრის შესაბამისობა ჩვენ მიერ დადგენილ წესებთან. გამოვლინდა აღრიცხვასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ნაწილში უზუსტობები, დადგენილი წესების დარღვევა, შესაბამისად მოვისმენთ დეტალურ ანგარიშს შემოწმების ჯგუფის. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქციის ერთ-ერთ ფორმას დაჯარიმებას, შესაბამისად შესაძლოა იქნას გამოყენებული,” – აცხადებს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

ბოლო რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადს იღებენ. თელმიკოს განცხადებით,  ეს დეპოზიტის დარიცხვის გამო მოხდა, თუმცა ახლა მოსახლეობისთვის დეპოზიტის დარიცხვა შეჩერდა.

თელმიკოს კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის, თეა ნოზაძის თქმით, ტარიფი არ გაზრდილა და მან განმარტა, “რატომ უჩნდება მოსახლეობას დენის ტარიფის ზრდის განცდა”.”არის ერთი შემთხვევა, როდესაც ჰგონიათ, რომ ტარიფი გაიზარდა, რეალურად გვიკავშირდებიან და ვუხსნით, რომ [დეკემბერში] თანხა არ გაქვთ გადახდილი და ამან გამოიწვია, თორემ თვიური მოხმარება არ გაზრდილა. და არის კიდევ მეორე მომენტიც, როდესაც მომხმარებლების რაღაც რაოდენობას აქვს [ტარიფის ზრდის] შეგრძნება. ჩვენ შემოვედით ბაზარზე 2021 წლის 1 ივლისიდან, აქედან მოყოლებული ტარიფის ზრდის ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ 1 წლის განმავლობაში მთავრობა ტარიფთა შორის სხვაობის სუბსიდირებას ახდენდა, რომელიც იანვრიდან აღარაა და ესეც ქმნის [ტარიფის ზრდის] შთაბეჭდილებას”, – თქვა მან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved