• რეკლამა
  • კონტაქტი
14:02, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დადგინდა, რომ მკვლელობას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა” – შსს ჯანგველაძის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს

ალია ავტორი - ალია
11:50 12-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე სრუ­ლად გახ­სნი­ლია.

მისი თქმით, ფარ­ცხა­ლა­ძეს პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­სა­ბა­მი­სი დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ბრა­ლად ედე­ბა ის, რომ “ჩა­ი­დი­ნა ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თით და ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა” და მისი მი­მართ ძებ­ნა გა­მო­ცხად­დე­ბა.
“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ასე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გე­ნი­ლია, ვინ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუფს, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თით და ან­გა­რე­ბით მკვლე­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სრუ­ლად გახ­სნი­ლად შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვა­ცხა­დოთ. ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა ოთარ რო­მა­ნოვ ფარ­ცხა­ლა­ძის მი­მართ ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რივ დაჯ­გუ­ფე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ პირ­თა წრეს და ამ დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რებს, ოთარ რო­მა­ნოვ ფარ­ცხა­ლა­ძეს და მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რებს, ძმებ და­ვით და გი­ორ­გი მი­ქა­ძე­ებს, ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი სა­ხის უთან­ხმო­ე­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა გა­აჩ­ნდათ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძეს­თან და ამ უკა­ნას­კნელ­თან დიდი ხნის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მყოფ სხვა პირ­თა შეკ­ვე­თით ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა და­ა­ორ­გა­ნი­ზეს.
ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას, რო­გორც შექ­მნი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის უპი­რო­ბო ლი­დე­რი – ოთარ რო­მა­ნოვ ფარ­ცხა­ლა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მისი მი­თი­თე­ბი­თა და და­ვა­ლე­ბით, ძმე­ბი და­ვით და გი­ორ­გი მი­ქა­ძე­ე­ბი, თა­ვის მხრივ და­უ­კავ­შირ­დნენ მათ მე­გო­ბარს და ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ გი­ორ­გი ჯო­ხა­ძეს, რო­მელ­საც მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ გეგ­მა გა­ან­დეს. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვის სის­რუ­ლე­ში მო­საყ­ვა­ნად, და­გეგ­მი­ლი შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის ჩა­სა­დე­ნად, მათ მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი იქნა გი­ორ­გი ჯო­ხა­ძის დაც­ვის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი გელა უძი­ლა­უ­რი. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის მიერ ასე­ვე იქნა მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის ზუს­ტი დრო­ის და გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტის შე­სა­ხებ, რის შემ­დე­გაც გელა უძი­ლა­ურ­მა 2025 წლის 14 მარტს, თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, შეკ­ვე­თით და ან­გა­რე­ბით მოკ­ლა ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე, ხოლო მის თან­მხლებ პირს იმა­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა.

მო­ცე­მულ საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ათე­უ­ლო­ბით ექ­სპერ­ტი­ზა, გა­მო­ი­კი­თხუ­ლია ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე, ამო­ღე­ბუ­ლია არა­ერ­თი ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და მსგავ­სი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტით, მო­პო­ვე­ბუ­ლია რო­გორც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ასე­ვე მისი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მიერ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის მამ­ხი­ლე­ბე­ლი უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­ნა­შა­უ­ლის უშუ­ა­ლო ამსრუ­ლე­ბე­ლი გელა უძი­ლა­უ­რი მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნი­დან მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. მის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე წლის 24 ოქ­ტომ­ბერს სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა და უძი­ლა­ურს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. საქ­მე­ზე ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან გი­ორ­გი მი­ქა­ძე, მა­მუ­კა ბაღ­და­ვა­ძე, გი­ორ­გი კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი, ხოლო და­ვით მი­ქა­ძის და გი­ორ­გი ჯო­ხა­ძის მი­მართ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ძებ­ნა. ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია მათი ყო­ფი­ლი მე­გო­ბა­რი, სან­დრო წივ­წი­ვა­ძე, რომ­ლის სა­ხელ­ზეც იყო წარ­სულ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი. მი­თი­თე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელს, ოთარ რო­მა­ნოვ ფარ­ცხა­ლა­ძეს: მას, პრო­კუ­რო­რის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი შე­სა­ბა­მი­სი დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ბრა­ლი ედე­ბა იმა­ში, რომ ჩა­ი­დი­ნა ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თით და ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25/109-ე მუხ­ლის “ნ“ ქვე­პუნ­ქტით, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­სა­მარ­თლოს ოთარ რო­მა­ნოვ ფარ­ცხა­ლა­ძის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს და მის მი­მართ გა­მო­ცხად­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა“,- გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

13:33 12-29-2025
მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved