ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის – ეს ჩვენება თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპერტმა მარიამ ბახუტაშვილმა მისცა.
ექსპერტის თქმით, თმა ყველაზე დიდხანს, რამოდენიმე თვიდან წლების განმავლობაში ინახავს ინფორმაციას ნარკოტიკის მოხმარების კვალზე.
ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ კაციას თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება
ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება,ექსპერტიზის პროცესი შეუფერხებლად წარიმართა, მათ შორის ნიმუშის[თმის] აღება.
სისხლი ინახავს ინფორმაციას ყველაზე ცოტა ხნით, რამოდენიმე საათით – მაქსიმუმ ერთი ორი დღის განმავლობაში
შარდი ინახავს შედარებით დიდხანს, სამი კვირის განმავლობაში
თმა ინახავს ყველაზე დიდხანს რამოდენიმე თვიდან წლების განმავლობაში. სწორედ თმის კვლევა ჩაუტარდა კაციას”.- განაცხადა ექსპერტმა.
კომენტარები