„ახლაც გაქვთ არჩევანი, სიმართლის მხარეს უნდა დადგეთ. თქვენ მოგიწევთ მაგ კანონით ამ ქვეყანაში ცხოვრება“ – ამ სიტყვებით მიმართავენ აბაშიძის მეგობრები და მეზობლები პოლიციელებს.
უჩა აბაშიძის სახლთან, სადაც პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული ხმაურია, მეზობლები და აბაშიძის მეგობრები საპოლიციო ძალის მოქმედებებს აკრიტიკებენ. აბაშიძეს სამართალდამცავებმა ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს.
9 აპრილს ჭყლეტვაში მოკვდა ხალხიო, მაგას გეუბნებათ თქვენი მთავრობა, არ იცით, 9 აპრილს რითი მოკვდა ხალხი? ჭყლეტვაში მოკვდა ხალხი თუ რუსებმა გაუჩეხეს ნიჩბებით თავი?“ – მიმართავს მოსახლეობა პოლიციას.
“სულ გამო@ლევდნენ”; “ბელორუსს გადაასწრეს” – უჩა აბაშიძის სახლში ფორმიანები შევიდნენ – დეტალები
კომენტარები