• რეკლამა
  • კონტაქტი
16:17, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაბადებიდან ჰქონდა ხერხემლის და გულმკერდის მკვეთრი ანომალია“ – პულმონოლოგი გარდაცვლილ ექიმზე

ალია ავტორი - ალია
16:52 03-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ჩაფიძის კლინიკის პულმონოლოგის, პროფესორ თამაზ მაღლაკელიძის განცხადებით, „მედკაპიტალის” გარდაცვლილ ექიმს დაბადებიდან ჰქონდა ხერხემლის და გულმკერდის მკვეთრი ანომალია და ის ხშირად გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პაციენტი ჟანგბად დამოკიდებული იყო.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში შემოვიდა პარასკევს. სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოყვანილი იქნა სუნთქვის, გულის უკმარისობით, ქრონიკული პაციენტია, ადრეც მკურნალობდა ჩვენთან. დაბადებიდან ჰქონდა ხერხემლის და გულმკერდის მკვეთრი ანომალია, აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა ის დაავადებებიც, რომელიც შემდგომში განუვითარდა. ეს იყო ფილტვის დაავადება, კერძოდ, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვის ფიბროზი, გულის დაავადებები.

პაციენტის მდგომარეობა ქრონიკული გახდა, რის შემდეგადაც, ხშირად მკურნალობდა სტაციონარებში, ჟანგბად დამოკიდებული იყო, ჟანგბადის მიწოდების გარეშე ჟანგბადის პარციალური წნევა სისხლში მკვეთრად ვარდებოდა, რის შედეგადაც ვითარდებოდა მწვავე სუნთქვითი უკმარისობა. მუდმივად ხმარობდა ჟანგბადის კონცენტრატორს”,- აცხადებს თამაზ მაღლაკელიძე.

კითხვაზე, რამდენად უკავშირდება ექიმის გარდაცვალება კორონავირუსის ვაქცინაციას, თამაზ მაღლაკელიძე განმარტავს, რომ ეს „აბსურდული ვერსიაა”. როგორც ის აცხადებს, ქრონიკულ პაციენტს ვაქცინა დაავადების რემისიის ფაზაში უნდა ჩაუტარდეს.

„ქრონიკული დაავადებების პაციენტს შეიძლება ვაქცინა გაუკეთდეს, ქრონიკული პაციენტები პირიქით საჭიროებენ ამ აცრის გაკეთებას, რომ არ დაავადნენ და კიდევ უფრო არ დაუმძიმდეთ დაავადება.

ქრონიკულ დაავადებას აქვს რემისიის და გამწვავების ფაზა. ალბათ, რემისიის ფაზა ჰქონდა და გაუკეთეს, გამწვავების ფაზაში, როდესაც სიპაპზეა, იქ აზრი არ აქვს”,- აცხადებს თამაზ მაღლაკელიძე.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved