• რეკლამა
  • კონტაქტი
09:57, ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
12:23 09-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა არის შესაძლებელი.

დაწესებულების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ საიტზე: 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლებელია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

“ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული. 21 სექტემბერს დაიწყო გრიპის საწინააღმდეგო ოთხ -კომპონენტიანი ვაქცინით აცრა. საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში. პირველ რიგში იცრებიან ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ასევე ხანდაზმულები. აცრის წერტილი ყველა იმ დაწესებულებაშია, სადაც მიეწოდება პირველადი ჯანდაცვის სერვისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ამ დაწესებულებებს გაგზავნილი აქვთ ვაქცინების მარაგი. უმჯობესია, პაციენტმა მიმართოს იმ დაწესებულებას, სადაც ის იმყოფება აღრიცხვაზე პირველადი ჯანდაცვის სერვისისთვის. თუ პაციენტი მიდის სხვა დაწესებულებაში და არ აქვს ფორმა ასი, რთულია იდენტიფიცირება დიაბეტი აქვს, ქრონიკული დაავადება თუ სხვა, ასევე რამდენად ექვემდებარება აცრას კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად.

უმჯობესია, თუ მივლენ იქ, სადაც მისი ოჯახის ექიმია და იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ვერ მოახერხებენ იქ მისვლას, მაშინ თან უნდა იქონიონ ფორმა ასი. აცრები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, ჯერ გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაწყებულა, უფრო მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყოს, კარგია აცრები, რომ დავიწყეთ, რადგან მომზადებული შეხვდება მოსახლეობა. პროცესი მიმდინარეობს და შეფერხებები არსად არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველდღე მიყვება პროცესს, საინფორმაციო კამპანიაც გაფართოვდება, მოსახლეობას ექნება აცრის შესაძლებლობა“, – აღნიშნავს გაბუნია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

როგორ მოვაგვაროთ გაჭედილი კანალიზაციის პრობლემა და მოვახდინოთ მისი პრევენცია

15:58 06-25-2025
Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია
ახალი ამბები

Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია

15:30 06-25-2025
თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია
ახალი ამბები

თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია

14:55 06-25-2025
გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით
ახალი ამბები

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

13:38 06-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved