რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის ბრალდებით პედაგოგი, 65 წლის მანანა ჯავაშვილი დააკავეს – ინფორმაცია თავდაპირველად მასწავლებლის დამ, ეკა ჯავაშვილმა გაავრცელა.
როგორც ეკა ჯავაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სასამართლოში დაბარებულია თავადაც.
დაკავებული პედაგოგის ერთ-ერთმა შვილმა კი გაავრცელა ცნობა, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს მისი ორივე ძმა: გიორგი და ლადო წიბახაშვილები.
,,როგორც მწერენ, ნახევარი საათის წინ მანანა ჯავაშვილი სადარბაზოსთან აიყვანეს. ქალბატონი მანანა გურამ წიბახაშვილის მეუღლეა. ახლა ეძებენ, სად წაიყვანეს.” – წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი














კომენტარები