• რეკლამა
  • კონტაქტი
19:59, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დააკავეს კაცი, რომელიც აეროპორტში 3 თვე ჩუმად ცხოვრობდა – რა მოხდა ჩიკაგოში?

ალია ავტორი - ალია
22:23 01-19-2021
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

აშშ-ის ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განლაგებულ ო’ჰარას საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა 36 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც იქ 3 თვის განმავლობაში ცხოვრობდა. ბრალდებულის განცხადებით, მან ტერმინალს თავი უსაფრთხოების მიზნით შეაფარა, რადგან კორონავირუსით ინფიცირების შიშის გამო სახლში დაბრუნება არ სურდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესის ერთ-ერთ გარეუბანში მცხოვრები ადიტია სინგი ჩიკაგოს აეროპორტში გასული წლის 19 ოქტომბერს ჩაფრინდა. ის უმეტეს დროს შენობის აკრძალულ ზონაში ატარებდა და მისი ადვოკატის განცხადებით, მგზავრების მიერ მიცემული საჭმლით იკვებებოდა. მამაკაცი მოგვიანებით ამერიკული ავიაკომპანიის United Airlines წარმომადგენლებმა შენიშნეს და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩვენება მოსთხოვეს, თუმცა მან საკუთარის ნაცვლად მათ დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი სამკერდე ნიშანი წარუდგინა, რომელიც მფლობელმა 26 ოქტომბერს დაკარგა.

36 წლის ადიტია სინგი ო'ჰარას საერთაშორისო აეროპორტში 19 ოქტომბრიდან 16 იანვრამდე პერიოდში ცხოვრობდა.
36 წლის ადიტია სინგი ო’ჰარას საერთაშორისო აეროპორტში 19 ოქტომბრიდან 16 იანვრამდე პერიოდში ცხოვრობდა.

ადიტია სინგი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური წარსული არ აქვს, United Airlines-ის წარმომადგენელთა მიერ გამოძახებულმა პოლიციამ დააკავა და სასამართლოს წარუდგინა. მამაკაცს ბრალი სხვისი საკუთრების ბოროტად გამოყენებასა და ქურდობაში ედება. მოსამართლის განცხადებით, ის საზოგადოებისთვის საშიშად შეიძლება მხოლოდ იმის გამოც მივიჩნიოთ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ყალბ მოწმობას ატარებდა და შეუმჩნევლად ცხოვრობდა აეროპორტის ტერიტორიაზე, რომელიც ადამიანებისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს.

მედიის ცნობით, ბრალდებულს 1000 აშშ დოლარის ოდენობის გირაო დაეკისრა და აეროპორტში შესვლა აეკრძალა. საქმის გამოძიება ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს, ადიტია სინგის მორიგი სასამართლო პროცესი კი 27 იანვარს შედგება.

წყარო – popx.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved