• რეკლამა
  • კონტაქტი
03:12, ორშაბათი, 23 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქოცური“ პარანოიული გაორების პარალელურად ნამდვილი ქართველი ხალხის ჯანსაღ ეროვნულ და პროევროპულ აზრს” – გრიგოლ გეგელია

ალია ავტორი - ალია
17:52 09-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
161

CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს „ქოცური“ პარანოიული გაორების პარალელურად ნამდვილი ქართველი ხალხის ჯანსაღ ეროვნულ და პროევროპულ აზრს – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა:

,,ე.წ. ხელისუფლება, რომელმაც მიიღო რუსული კანონი, დააპატიმრა პოლიტიკური ოპონენტები, ასამართლებს არასამთავრობო სექტორს, თავს ესხმის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას, ბრალს დებს ევროპულ კავშირს შეთქმულების თეორიებში, თავს ესხმის სხვადასხვა სახელმწიფოების წამყვან პოლიტიკოსებს და სახელმწიფო მეთაურებს, ამავე დროს, ამბობს: „მტკიცედ არის ევროპული ინტეგრაციის ერთგული“.

ხელისუფლება, რომლის „ტიტუშკებიც” თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს დღისით, მზისით, ქუჩებში ესხმიან თავს, ეს ე.წ. ხელისუფლება ამბობს, რომ ის იცავს ჟურნალისტებს. ხელისუფლება, რომელიც ჩართულია კორუფციაში, ამბობს რომ მოწინავეა კორუფციასთან ბრძოლაში.
CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქოცური“ პარანოიული გაორების პარალელურად ნამდვილი ქართველი ხალხის ჯანსაღ ეროვნულ და პროევროპულ აზრს. ევროინტეგრაციის მხარდაჭერა რუსული რეჟიმის პროპაგანდის მიუხედავად კვლავაც არის ძალიან მაღალი, 78%. ასევე ვხედავთ, უმრავლესობა თვლის, რომ უვიზო რეჟიმის დაკარგვა იქნება ძალიან საზიანო სახელმწიფოსთვის. ასევე, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი უვიზო რეჟიმის შესაძლო დაკარგვაზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ რეჟიმს აკისრებს.
ეს მნიშვნელოვანი განაცხადია ქართველი ხალხის მხრიდან. ხალხი კარგად ხედავს, რა შანსები გვაქვს ახლა მოცემული, ისტორიული რეალობების ფონზე როგორ გვაკარგვინებს ამას ხელაღებით კრიმინალური ბანდფორმირება „ქართული ოცნება“, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება.
„ქართული ოცნება“ რამდენიმე ასეულ “რობოკოპზეა” ჩამოკიდებული და გადაწყვიტა, მილიონობით ქართველს წაართვას ევროპული პერსპექტივა, უვიზოდ სიარულის შანსი, ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობები.
განსაკუთრებით თვალშისაცემი: ეს სტატისტიკა არის დედაქალაქის მასშტაბით. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქალაქის 70% ოპოზიციურია, ეს ხალხი გამოვა და დაასრულებს რუს მერს ამ ქალაქში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვა ქართველი ხალხი და დაასრულებს „რუსული ოცნების“ ანტიქართული რეჟიმის ბოგინს.
ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ეს პრინციპული და მნიშვნელოვანი ბრძოლაა, რომელიც უნდა დასრულდეს ყველა იმ კრიტიკული წერილის დაბრუნებით, სადაც „ქართული ოცნება“ გამორჩეულად სუსტია და უნდა დასრულდეს ქართული სახელმწიფოს ქართული ხალხისთვის და ევროპული გზისთვის“
(R)
თეგები: გრიგოლ გეგელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved