• რეკლამა
  • კონტაქტი
13:09, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Credit Suisse-ი ივანიშვილისთვის 743 მლნ დოლარის გადახდას ასაჩივრებს

ალია ავტორი - ალია
11:46 04-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,321

შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის ბანკის მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 743 მლნ დოლარის გადახდა სასამართლოში გაასაჩივრა. ბანკის ადვოკატები კომპენსაციის ოდენობის შემდგომ შემცირებას ითხოვენ. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

2023 წლის მაისში ივანიშვილმა Credit Suisse-ს 926 მლნ დოლარის ზარალის ასანაზღაურებლად უჩივლა, თუმცა თანხა იმავე წლის სექტემბერში ბიზნესმენის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდების გათვალისწინებით შემცირდა.

ცნობისთვის: ივანიშვილმა შვეიცარულ ბანკში დაბანდებული თანხის ნაწილი Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალის კონსულტანტ პატრის ლესკოდრონის ქმედებების გამო დაკარგა, რომელიც კლიენტების, მათ შორის, ივანიშვილის ანგარიშებიდან ფულს ფარულად ხსნიდა. ლესკოდრონი 2018 წელს თაღლითობისთვის გაასამართლეს, ხოლო 2019 წელს გაათავისუფლეს. თუმცა 2020 წელს მან თავი მოიკლა. ლესკოდრონმა აღიარა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს თავისი გარიგებების ზარალს კლიენტების ფულის ხარჯზე ფარავდა.

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს 2015 წელს უჩივლა, ხოლო 2023 წლის მაისის ბოლოს სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანია კომპენსაციის გადახდით დაავალდებულა. სასამართლომ აღიარა, რომ Credit Suisse Trust-მა მოსარჩელეების წინაშე თავისი ვალდებულებები დაარღვია და რომ ის ტრასტის აქტივებს არ იცავდა.

„მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეებს ზარალი აუნაზღაუროს,“ – წერია სასამართლო გადაწყვეტილებაში. ეს ზარალი სასამართლომ 926 მლნ დოლარით შეაფასა, თუმცა თანხა 79,43 მლნ დოლარით შეამცირა, რაც მხარეთა მორიგების ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებმა „ორმაგი ანაზღაურების გამოსარიცხად“ ზიანის ოდენობა უნდა დააკორექტირონ, რის შემდეგაც, 2022 წელს ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილისთვის გადასახდელ თანხად 600 მლნ დოლარზე მეტი განსაზღვრა.

Credit Suisse Trust-ის ადვოკატებმა ბერმუდის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. კერძოდ, ბანკის ადვოკატი, ლი ენგ ბენგი სინგაპურის სასამართლოში კომპენსაციის ოდენობის შემცირებას ითხოვდა. მისი არგუმენტით, ბანკის თანამშრომლებმა მენეჯმენტს ლესკოდრონის უკანონო ტრანზაქციების შესახებ მიმართეს, თუმცა ერთადერთი, რაც მათ არ გააკეთეს, ის იყო, რომ ამის შესახებ თავად ივანიშვილს არ აცნობეს. ადვოკატი ამტკიცებდა, რომ 2006-დან 2008 წლამდე ლესკოდრონის მიერ ჩადენილი თაღლითობის შესახებ Credit Suisse Trust-ში არავინ იცოდა და რომ თანამშრომლებმა „ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.“ თუმცა, Bloomberg-ის ცნობით, ადვოკატის ამ არგუმენტებში სამი მოსამართლიდან ორმა ეჭვი შეიტანა.

ადვოკატი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ბანკი ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებდა. თუმცა ივანიშვილის ადვოკატ კავინდერ ბულმა ეს გააპროტესტა და განაცხადა, რომ Credit Suisse Trust ბანკის ინტერესებს კლიენტის წინაშე აღებულ ვალდებულებებზე მაღლა აყენებს.

2023 წლის თებერვალში Credit Suisse-მა გამოაცხადა, რომ „მოსარჩელის ყველა ანგარიშზე საქმის წარმოების ფარგლებში“ ივანიშვილს მხოლოდ 210 მლნ დოლარს გადაუხდიდა. თუმცა იმავე წლის 19 მარტს UBS-მა და Credit Suisse-მა შერწყმაზე გარიგება გამოაცხადეს, რომლის დროსაც Credit Suisse 3,2 მლრდ დოლარად შეფასდა, ხოლო 12 ივნისს UBS-მა გარიგება დაასრულა.

გუშინ, 8 აპრილს UBS-მა სინგაპურის სააპელაციო სასამართლოში გამართული მოსმენის შედეგზე Bloomberg-თან კომენტარი არ გააკეთა.

Forbes Real-Time-ის რეიტინგის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, ხოლო მსოფლიო მილიარდერთა სიაში ის 633-ე ადგილზეა. 8 აპრილის მდგომარეობით მისი ქონება 4,9 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე იყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved