• რეკლამა
  • კონტაქტი
07:55, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Covid-ის გავლენა სილამაზის ინდუსტრიაზე: “ბევრი სალონი დაიხურა”

ალია ავტორი - ალია
17:13 11-05-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

საქართველოში სილამაზის სალონების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ, მათი რიცხვი 4000-მდეა. რაც შეეხება ინდუსტრიაში დასაქმებულების რაოდენობას, სალონების ფედერაცია ოფიციალურ წყაროებზე (შემოსავლების სამსახური) დაყრდნობით ამბობს, რომ პანდემიამდე სილამაზის სალონებში სულ 80 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

Bm.ge დაინტერესდა – რა ხდება დღეს სილამაზის ინდუსტრიაში, რომელსაც სხვა ბიზნესების მსგავსად, „ლოქდაუნის“ დამთავრების შემდეგ covid-რეგულაციების დაცვით და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ნებართვით უწევს მუშაობა. აღსანიშნავია ისიც, რომ სალონებმა გახსნის უფლება ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთ ბოლო ეტაპზე – მაისში მიიღეს. 

სალონების ფედერაციის თავმჯდომარე თამარ შარაშენიძე ამბობს, რომ covid-ის კრიზისის შედეგად ბევრი სალონი დაიხურა, თუმცა ზუსტ სტატისტიკას არ ფლობს.

„ძალიან ბევრი სალონი დაიხურა. განსაკუთრებით მოუწიათ დახურვა სალონებს, რომელთაც ფართები ნაქირავები ჰქონდათ. ზოგადად, ბოლო სამი თვის განმავლობაში სალონებში მომართვიანობამ 50%-ით იკლო და ვინც იჯარას იხდის, ფართზე უარის თქმა მოუწია, რადგან იმდენი შემოსავალი აღარ არის, რომ სალონმა თანამშრომლებიც არჩინოს და ქირაც გადაიხადოს; ამას ემატება covid-რეგულაციების დაცვა. ამდენად, ვფიქრობ, დახურული სალონები ვეღარ გაიხსნებიან, რადგან ფართები, რომელიც ნაქირავები ჰქონდათ, უკვე დათმეს”, – განაცხადა თამარ შარაშენიძემ.

რაც შეეხება მომსახურების საფასურს, მისი თქმით, „ლოქდაუნის“ დამთავრების შემდეგ, როცა მაისში სალონები გაიხსნა, ფასებმა მცირედით მოიმატა, რაც, ძირითადად, ლარის კურსის გაუფასურებით იყო განპირობებული.

„მას მერე, პანდემიის გამო სერვისი არ გაგვიძვირებია, პირიქით, ბევრი სალონი მომხმარებლებს აქციებს სთავაზობს, რომ როგორმე მიიზიდოს ადამიანები“, – აღნიშნა შარაშენიძემ.

სალონების ფედერაციის თავმჯდომარესთან საუბრისას bm.ge იმითაც დაინტერესდა, კონკრეტულად რომელ სერვისებზე აღარაა ან ნაკლებია მოთხოვნა – თამარ შარაშენიძე ამბობს, რომ გამოიკვეთა ვარცხნილობებზე მოთხოვნის შემცირება, ხოლო მაკიაჟზე მოთხოვნა, ფაქტობრივად, საერთოდ აღარაა. „ყველაფერი გაჩერებულია და მაკიაჟს ვინ გაიკეთებს?! პანდემიამ ყველაზე მეტად ამ სფეროს დაარტყა. კოსმეტოლოგიაც დაიჩაგრა, მაგრამ ასე თუ ისე მაინც მუშაობენ”, – დასძინა თამარ შარაშენიძემ.

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved