მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ COVID-19-ის პირველ ვაქცინას 2021 წლის მარტში მიიღებს, რაც პანდემიურ სიტუაციას ფუნდამენტურად შეცვლის. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მრჩეველი ბრიუს ეილვარდი იუწყება.
„მარტისთვის, განსაკუთრებული სამუშაოების შედეგის სახით, რაც ახლა მტელ მსოფლიოში მიმდინარეობს, შეიძლება აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, რაც ფუნდამენტურად შეცვლის დღეს პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას. ამ დროისთვის უკვე გვექნება არამხოლოდ ის საშუალებები, რაზეც აქამდე მისაუბრია (ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, დექსამეტაზონი, ვენტილაცია, სწრაფი ტესტები), ასევე ვაქცინებიც“, – განაცხადა ეილვარდმა ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის განახლებულ 73-ე სესიაზე.
ამას გარდა, ჯანმო იმედოვნებს, რომ 2021 წლის მარტისთვის შესაძლებელი იქნება ვირუსზე დამოუკიდებლად ტესტირება.
ამდენად, ამჟამინდელი კვლევებით, Covid-19-თან დაკავშირებული ვითარება მარტისთვის მსოფლიოში კარდინალურად შეიცვლება.
კომენტარები