ფლორიდაში კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების ზრდა აჩენს ეჭვებს, რომ COVID-19, შესაძლოა, აშშ-ში უფრო ადრე გამოჩენილიყო, ვიდრე ჩინეთში, კერძოდ ქალაქ ვუჰანში , – ამის შესახებ ვუჰანის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა, იან ჯანციუმ განაცხადა. წერს გამოცემა Global Times.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფლორიდაში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში 18 ათას ადამიანს აჭარბებს.
იან ჯანციუს განცხადებით, ფლორიდის ადგილობრივი ხელისუფლება მალავს მონაცემებს შტატში ვირუსის პირველი მატარებლების შესახებ. რაც ვუჰანელ ვირუსოლოგს აძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ კორონავირუსით დაავადებული პაციენტები აშშ-ში უფრო ადრე გამოჩნდნენ, ვიდრე ვუჰანში.
”პანდემიის პოლიტიზირებისა და ჩინეთისთვის ცილისწამების მიზნით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ქვეყანაში ვირუსის ადრეული გავრცელება დამალა,” – აცხადებს ჯანციუ.
ჩინელმა ვირუსოლოგმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში 171 ადრეული შემთხვევის მონაცემები გაქრა. ამავდროულად, ამერიკული მედია წერდა, რომ პირველი პაციენტები აშშ-
ში ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარსა და თებერვალში გამოჩნდნენ.
კომენტარები