„დელტა“ შტამის გავრცელების გამო, COVID-19–ის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა ჯერჯერობით შეუძლებელია. ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ვაქცინების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა ჰანაცხადა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
“ვარიანტი “დელტა”, როგორც მანამდე, დააინფიცირებს ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ. და ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ ყველა, ვინც აცრილი არ არის, ვირუსს ნებისმიერ დროს აიკიდებს. ჯერჯერობით არაფერი გვაქვს, რაც ამ გადაცემას სრულად შეაჩერებს”, – განაცხადა პოლარდმა.
მისი თქმით, არსებული ვაქცინები ძალზე ეფექტურია კორონავირუსით მძიმე ფორმით დაავადებების და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.
ამიტომ, პროფესორის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის კოლექტიური იმუნიტეტის იდეაზე აგება არასწორია და მოსახლეობას დეტალურად უნდა განემარტოს, რა უპირატესობებს შეიცავს ვაქცინაცია.
კომენტარები