• რეკლამა
  • კონტაქტი
19:45, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ComCom-მა “ტელეიმედი” 20 000 ლარით, ხოლო “რუსთავი 2” 10 000 ლარით დააჯარიმა

ალია ავტორი - ალია
10:53 11-21-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
980

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პროდუქტის განთავსებისა (Pp – Product placement) და სპონსორობის წესების დარღვევისთვის „ტელეიმედი“ 20 000 ლარით, ხოლო „რუსთავი 2“ (მედია ჰოლდინგი) – 10 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „ტელეიმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო კომუნიკაციები, მათ შორის, პროდუქტის განთავსება და სპონსორობა კანონით დადგენილი წესების დარღვევით განთავსდა. კერძოდ:

“8 და 9 ოქტომბერს, „ტელეიმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“, ხოლო 13, 14, 17 და 22 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „შუა დღე“ განთავსდა სარეკლამო შინაარსის პროგრამები, რომლებშიც პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებით გადაცემის შინაარსზე გავლენა მოახდინა, ამასთან, პროგრამებში პროდუქტის განთავსება კანონის მოთხოვნის შესაბამისად მკაფიოდ იდენტიფიცირებული არ იყო. საგულისხმოა ისიც, რომ პროგრამების შინაარსი სრულად იყო მორგებული განთავსებულ პროდუქტებზე და გადაცემის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ პროდუქტების დადებით თვისებებს.

ასევე, ორივე მაუწყებლის ეთერში, ყოველგვარი იდენტიფიცირებისა და გამიჯვნის გარეშე ადგილი ჰქონდა რეკლამის განთავსებას. გარდა ამისა, „რუსთავი 2“ -ის შემთხვევაში დარღვეულია სპონსორზე მითითების წესები, რადგან სპონსორზე მითითება შეიცავდა სარეკლამო შეტყობინებას, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რათა არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები და არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს.

გამომდინარე იქიდან, რომ „ტელეიმედს“ და „რუსთავი 2“-ს ანალოგიური დარღვევისთვის მიმდინარე წელს წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა უკვე მიღებული აქვთ, კანონის შესაბამისად დენადი ხასიათის კანონდარღვევისთვის ComCom-მა „ტელეიმედს“ 20 000 ლარიანი, ხოლო „რუსთავი 2“-ს 10 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved