კომუნიკაციის კომისიის თავჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს – ის ამ თანამდებობაზე სამი წლის ვადით აირჩიეს და გულორდავას მხარი კომისიის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა.
გოგა გულორდავა ქართული ოცნების პარლამენტმა ComCom-ის წევრად 77 ხმით, ერთხმად 2025 წლის დეკემბერში დაამტკიცა.
კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა ტელეკომპანია იმედში ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა.
2016-2020 წლებში იყო პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.














კომენტარები