• რეკლამა
  • კონტაქტი
14:15, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

CNN-მა მიხეილ სააკაშვილს გადაცემა მიუძღვნა

ალია ავტორი - ალია
12:49 12-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
331

გუშინდელი სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელზეც მესამე პრეზიდენტი დისტანციურად ჩართეს, საერთაშორისო მედიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მასალები კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა. გადაცემა მოამზადა CNN-მა, რომელსაც სტუმრად ჰყავდათ ამერიკელი ადვოკატი, მასიმო დი ანჯელო და მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი.

მედიამ მასალის მომზადებისას ყურადღება გაამახვილა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაზეც, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა გადაიყვანონ სააკაშვილი საზღვარგარეთ.

“მოწამლა თუ არა ის პუტინმა” – იკითხა ჟურნალისტმა და მაყურებლებს აჩვენა ფოტოები, 29 ნოემბრის სასამართლო პროცესიდან და 22 დეკემბრის სხდომიდან.

მან მიხეილ სააკაშვილი პუტინის მეტოქედ მოიხსენია. ეთერში აჩვენეს ის კადრებიც, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა – “აი რა მდგომარეობაშია პოსტ-საბჭოთა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დღეს, მიხეილ სააკაშვილი ნივთებს ესვრის დაუდგენელ პიროვნებას მის მშობლიურ საქართველოს ერთ-ერთ კლინიკაში, ის დაპატიმრებულია და ამბობს, რომ ყველა ბრალდება შეთითხნილია. ეს კადრები ხელისუფლებამ გამოაქვეყნა, რათა მისი, როგორც თავად ამბობენ აგრესიული ქცევები გაესაჯაროებინა”.

ედუარდ სააკაშვილი CNN-ს ეუბნება, რომ მისთვის ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ საკუთარი თვალით ხედავდა როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა, რაც განსაკუთრებით ბოლო თვის განმავლობაში დაჩქარდა.

“ახლა, როდესაც ეს კადრები გამოქვეყნდა, უკვე ეჭვი აღარ არის, რომ ის ძალიან ცუდადაა. მიუხედავად ხელისუფლების პროპაგანდისა, რომ ის სიმულირებს და ა.შ. მე იმედი მაქვს, რომ ახლა გაცილებით დიდი ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე”, – ამბობს ედუარდ სააკაშვილი.

მასიმო დი ანჯელო CNN-ს უყვება, რომ აიღეს ანალიზები სააკაშვილის თმიდან და ფრჩხილიდან, ასევე ჩაუტარეს ბიოფსია მუცლის ღრუში, ნიმუშები აშშ-ის ლაბორატორიაში გადაგზავნეს. მისი თქმით, გამოვლინდა მძიმე მეტალები, მათ შორის დარიშხანი და ვერცხლისწყალი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ის მოწამლულია.

 

წყარო: „მთავარი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved