• რეკლამა
  • კონტაქტი
08:08, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენც გვყავს ჩვენი პატარ-პატარა თალიბანები ქვეყნის შიგნით და ყველაზე დიდი თალიბადი ჩრდილოეთით რუსეთის სახით” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
17:13 08-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

“ჩვენც გვყავს ჩვენი პატარ-პატარა თალიბანები ქვეყნის შიგნით და გვყავს ყველაზე დიდი თალიბადი ჩრდილოეთით რუსეთის სახით. თუ აზრზე არ მოვალთ, ვნახეთ თალიბანის რეპეტიცია თბილისის ცენტრში 5 ივლისს.” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაი. 

“წავა ახლა პროპაგანდა – აი ამერიკელებმა უღალატეს და თალიბანს ჩააბარეს ავღანეთიო.
საქმე პირიქითაა. ამერიკელებს თავისი ინტერესები ჰქონდათ. ეს არ იყო მოწმენდილ ცაზე შესვლა ავღანეთში. ყველაფერი 11 სექტემბერს მოჰყვა. სხვათა შორის, ყველა მხარს უჭერდა.

რუსეთმაც კი მხარდაჭერა გამოუცხადა 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკას. 20 წელი იყვნენ იქ. ქვეყანას იცავდნენ კოალიციური ძალები. უამრავი ფული ჩაიდო. ბევრი სიცოცხლეც შეეწირა, მათ შორის იყვნენ ქართველები. წვლილი შეჰქონდათ საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ჩვენი ჯარისკაცები იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. თუ ვინმე ელაპარაკებოდა დასავლეთში საქართველოს, პირველი იმას ახსენებდნენ, ჩვენი კონტიგენტი რომ ავღანეთში იმყოფებოდა.

ეს გვაძლევდა სერიოზულ უპირატესობას დიპლომატიურ დონეზე, რაც ჩვენი ჯარისკაცების დამსახურებაა. მათ იქ ყოფნას პოლიტიკური შედეგი მოჰქონდა. განა არსებობს ამაზე დიდი სამსახური შენი ქვეყნისთვის !
20 წელი იყვნენ იქ კოალიციური ძალები. ადამიანურთან ერთად უზარმაზარი სამხედრო და ფინანსური რესურსი დაიხარჯა. არჩევმები, რეფორმების მცდელობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ…

თუ ხალხს არ უნდა ბრძოლა და ცვლილება ან ხალხი ჩუმადაა. თუ 20-წლიანი წვრთვნისა და აღჭურვის შემდეგ ჯარი უძლურია, მაშინ თავში ქვა გიხლია. ამერიკა კი არა, შენა ხარ დამნაშავე – ვინც ეგუები თალიბანს, უსამართლობას, სიბნელეს.

ისიც მესმის, რომ 20 წელი დიდი საზოგადოებრივი ტრანსფორმაციისთვის არც ისე ბევრია, მაგრამ განა რამდენი ხანი უნდა ყოფილიყო ამერიკა ავღანეთში ? სამი სხვადასხვა პრეზიდენტის მმართველობა გაიარა ამ ომმა. ვერავინ დაგიცდის, შენ როდის მოხვალ აზრზე.
რატომ დავწერე ამდენი ?

ჩვენც გვყავს ჩვენი პატარ-პატარა თალიბანები ქვეყნის შიგნით და გვყავს ყველაზე დიდი თალიბადი ჩრდილოეთით რუსეთის სახით. თუ აზრზე არ მოვალთ, ვნახეთ თალიბანის რეპეტიცია თბილისის ცენტრში 5 ივლისს.
თუ ჩუმად ვიქნებით და არ ვიბრძოლებთ; თუ მთელ მსოფლიოს არ ვაჩვენებთ, რომ აქ თავისუფლება გვინდა და არა თალიბანი, გეოპოლოტიკა შეიძლება ადვილად გადალაგდეს ისტორიის გარკვეულ მონაკვეთებში და მიგვატოვებენ. თუ დასავალური სამყაროს ნაწილი იქნები ფასეულობებით და დემოკრატიით, არ შეგატოვებენ თალიბანს ანუ რუსეთს. და თუ ამ კატასტროფას დავუშვებთ, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, გეოპოლიტიკურ ვაჭრობასა და გადალაგებაში აუცილებლად აღმოჩნდები ერთხელაც. ჩვენი ტრაგედია ისაა, რომ დროს ვკარგავთ და უკან-უკან მივდივართ._ წერს ვახო სანაია. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved