• რეკლამა
  • კონტაქტი
02:53, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენც გვაქვს უფლება ვიმსჯელოთ მომავალი კათალიკოსის შესახებ” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
04:35 04-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,567

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

მგონი, მაინცდამაინც სწორი არ უნდა იყოს ჩუმად ყოფნა. ჩვენც, ამ ქვეყნის შვილებსაც გვაქვს უფლება ვიმსჯელოთ მომავალი კათალიკოსის შესახებ. სანამ ზოგიერთები უბრალო მოსაზრების გამოთქმასაც კი გვიკრძალავენ, ძალაუფლების მქონენი ყველა ინსტრუმენტს იყენებენ წყლის ასამღვრევად.

სულიწმინდაზე, მის მადლზე სხვებმა ისაუბრონ, მე ამქვეყნიური კრიტერიუმების შესახებ მოგახსენებთ. ხაზს ვუსვამ, ამქვეყნიური!

რა ამქვეყნიური თვისებები დაამშვენებდა მომავალ კათალიკოსს?

1. ახალ ეპოქაში კათალისკოსი სულ მცირე ღვთისმეტყველების მაგისტრი მაინც ხომ უნდა იყოს? მეცნიერულ დონეზე ხომ უნდა ჰქონდეს შესწავლილი ქრისტიანობა? მხოლოდ რელიგიური განათლებაც არ არის საკმარისი სასულიერო ლიდერისთვის. ის ინტელექტუალი უნდა იყოს და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიებში კარგად უნდა ერკვეოდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ახალგაზრდებს რუსული სასულიერო აკადემიების მიღმაც შეეძლოთ განათლების მიღება. შესანიშნავი იქნებოდა, რომ მომავალ პატრიარქს ქართულთან ერთად დასავლური განათლებაც ჰქონდეს მიღებული.

მომავალი კათალიკოსი სამღვდელოებაში სასულიერო და საერო ცოდნის გავრცელების მთავარი ხელშემწყობი უნდა იყოს.

კარგი განათლება არის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) წინაპირობა სიმშვიდის, სიწყნარის, თავდაჯერებულობის, ამცირებს კონფლიქტებსა და აგრესიას…

2. მთელი საქართველო შეაშფოთა იმან, რომ პატრიარქის ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, საავადმყოფოში ერთ-ერთ პირველ ჭირისუფლად ვანო ჩხარტიშვილი გამოცხადდა. ადრეც მრავლად გვინახავს ამ ავაზაკის ოჯახის წევრები დახურულ, ელიტურ შეკრებებზე საპატრიარქოში.

ცხადია, ეკლესია ყველასია და ცოდვილებს განსაკუთრებით მფარველობს. უბრალოდ, ჩვენ ვისურვებდით, რომ მომავალ კათალიკოსს არასდროს დაავიწყდეს ჩაგრულთა გვერდით დგომა. ვსაუბრობ თანადგომაზე და არა ქველმოქმედებაზე. ქველმოქმედებაა ასდოლარიანების დარიგება და მათხოვრებისთვის სუფრის გაშლა, ჩაგრულთა თანადგომა კი მჩაგვრელებისთვის ადგილის მიჩენას გულისხმობს.

შარშან გაფიცულ ჭიათურელებთან მხოლოდ მეუფე დანიელი გამოცხადდა, სხვამ ყველამ ანომალიად გამოაცხადა მაღაროელებთან კომუნიკაცია. უბრალოდ, შემდეგ გაქრა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა და შუამავლის ფუნქციის შესრულება ვერ შეძლო.

ალბათ, ბევრმა რამ დააბრკოლა იგი, მაგრამ ჩემი ყურადღება ერთმა მოვლენამ მიიპყრო. მახსოვს, როდესაც მაღაროელებმა მეუფესთან ბიზნესის რეგულირებაზე, ნაციონალიზაციაზე, განვითარების ფონდზე დაიწყეს ლაპარაკი მიტროპოლიტი დანიელი გაოცდა, ბიზნესის შეზღუდვა როგორ შეიძლებაო  (მე არ მეგულება არცერთი სასულიერო იერარქი, რომელიც სხვანაირად მოიქცეოდა. მეტიც, შეიძლება მეუფე დანიელივით ბევრი არც მისულიყო გაფიცულებთან). ანუ ვერც დაუშვა, რომ შეიძლება კერძო საკუთრება საჯარო ინტერესის სასარგებლოდ შეიზღუდოს, ვერც დაუშვა…

შეიძლება! შეიძლება! ასეთი ამბები არ უნდა უკვირდეთ იერარქებს, ელემენტარულია! რატომ უნდა სწამდეს ეკლესიას ეკონომიკური ლიბერალიზმისა და ბაზრის ?!

ჩვენ გვჭირდება პატრიარქი, რომელიც ღარიბების მხარეს იქნება, ჩვენ გვჭირდება ძლიერი სოციალური მსახურება.

3. გასაგებია, რომ რუსეთის იმპერიალისტურ ეკლესიას დიდი გავლენები აქვს აფხაზეთშიც, სამხრეთ ოსეთშიც, დანარჩენ საქართველოშიც. მათ ადვილად შეუძლიათ უზარმაზარი პრობლემები შეუქმნან საქართველოს ეკლესიას. არავინ ითხოვს ცეცხლის გახსნას. უბრალოდ, ამ ქვეყნის ყველა პატრიოტს სურს, რომ საქართველოს ეკლესია ნელ-ნელა, მეთოდურად, წყნარად და მშვიდად მაქსიმალურად დისტანცირდეს РПЦ-სგან, რომელიც არის სახელმწიფო უწყება, ექვემდებარება კრემლს, სურს იესო ქრისტესა და იმპერიალიზმის ერთმანეთთან დაკავშირება.

გვჭირდება კათალიკოსი, რომელიც РПЦ-სგან მომავალ საფრთხეს აცნობიერებს და არ ეშინია ამ საფრთხესთან მეთოდური ბრძოლის.

4. ილია II დამოუკიდებელი ფიგურა გახლდათ, არ იყო რომელიმე პოლიტიკურ ძალის ქვეშევრდომი, ცდილობდა ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან ჰქონოდა მისასვლელი გზა, უკანასკნელ მომენტამდე შრომობდა, რათა შუამავლის როლი შეესრულებინა პოლიტიკურ მხარეებს შორის. ის არ ყოფილა რომელიმე პრეზიდენტის ან პრემიერის ქვეშევრდომი. ჰქონდა ქარიზმა, მომხიბვლელობა, იუმორი, იყო მჭევრმეტყველი.

ახალი კათალიკოსი უნდა იყოს დამოუკიდებელი “ქართული ოცნებისა” და ყველა სხვა პარტიისგან და უნდა შეეძლოს ცეცხლოვნად ქადაგება თუ არა, საინტერესოდ ლაპარაკი მაინც. არ უნდა იყოს ყაველაშვილისა და კობახიძის ანალოგი სასულიერო სივრცეში.

5. რატომ უნდა ლაპარაკობდეს ნახევარი საქართველო წისქვილკომბინატებზე, ჯიპებზე, კიკეთის რეზიდენციებზე, იჯარით გაცემულ მიწებსა და მასზე გახსნილ პროფილაქტიკებზე.

დახედეთ კუპიურებს, ვისი ხელმოწერა ამშვენებთ მათ, ნათია თურნავასი, კრისტინ ლაგარტის) მალე დონალდ ტრამპის ხელრთვაც გამოჩნდება …

„მიჩვენეთ ფული, რომლითაც იხდით ხარკს. და მიართვეს მას დინარი. და უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა. მაშინ უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს – ღმრთისა.“

ფინანსური ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა მრევლის წინაშე, ბევრ ცილისწამებას აღმოფხვრიდა და ბევრ ცოდვას ამოძირკვავდა. თან დღეს ხომ ყველასა და ყველაფრის გამჭვირვალობაზე გვესაუბრებიან.

___

კიდევ მრავალი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ აქ გავჩერდები.

ღმერთს შევთხოვ, რომ ეს გაუბედურებული ქვეყანა დაიფაროს, იხსნას განსაცდელისგან, რომელსაც შეიძლება ადგილობრივი და მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურები (ნარიშკინის მესიჯი ხომ უკვე მივიღეთ) ამზადებდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved