• რეკლამა
  • კონტაქტი
04:00, პარასკევი, 5 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენთან, ზოგიერთები უკვე ზეიმობენ, რომ ზამთარში უკრაინა ცალკე გაიყინება, ევროპა ცალკე და რუსეთი ომს მოიგებსო, მაგრამ…“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
17:45 10-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
408

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

 

– ევროკავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მთლიანობაში, მისი წევრი ქვეყნები 40%-ით იყვნენ რუსულ გაზზე დამოკიდებულნი და ახლა, მთელი ევროკავშირის მოხმარებული გაზის წილში, მხოლოდ 7%-ია რუსული გაზი. ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ეს სიურპრიზი იყო. ზამთრის დადგომამდე თუ ასე შეამცირებდა რუსული გაზის მოხმარებას ევროკავშირი, არათუ ბევრ ექსპერტს, თავად ევროკავშირის  და მისი წევრი ქვეყნის ლიდერებს არ ეგონათ. მახსოვს ევროკავშირის განცხადება, რომ საუკეთესო შემთხვევაში, წლის ბოლომდე 10%-დე უნდა შეემცირებინათ რუსული გაზის მოხმარება. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ამ ზამთარს ევროპა არ გაიყინება და ამის გამო, რუსეთს არ დაუჩოქებს, როგორც ბევრი ოცნებობდა?

– კი, შეუძლებელი შეძლეს ევროპელებმა. ასე სწრაფად გაზსაცავების შევსებას თუ მოასწრებდნენ. არავის ეგონა. ზამთარში ცოტა დეფიციტურად მოიხმარენ გაზს, ელექტროენერგიის მოხმარებას გაზრდიან და სხვა აღარაფერი დასჭირდებათ. კი, ბევრი ოცნებობს, რომ ევროპას გაზის მარაგის პრობლემები შეექმნას, ამის გამო, უკრაინის დახმარება შეწყვიტოს და რუსეთს შეეხვეწოს, გაზი მოგვაწოდე, უკრაინის დედაც ვატირეო. ჩვენთან, ზოგიერთები უკვე ზეიმობენ, რომ ზამთარში უკრაინა ცალკე გაიყინება, ევროპა ცალკე და ამ ზამთარს რუსეთი ომს მოიგებს. ერთ ყველაზე პრორუსულ ქართულ ტელევიზიაში, გამოდიან „ექსპერტები“, „პოლიტიკოსები“, „გენერლები“ და უკვე წინასწარ ზეიმობენ რუსეთის გამარჯვებას. ნუ, ეს ხალხი რაღაც დავალებას ასრულებს. ატყუებენ ხალხს, დეზინფორმაციას აწვდიან. აი, ახლა რაც შენ  მითხარი, რომ ევროკავშირმა რუსულ გაზზე დამოკიდებულება 7%-მდე შეამცირა, მაგათაც ხომ იციან, არა? იციან, მაგრამ არ ეუბნებიან იმ ხალხს, ვინც მაგათ უყურებს. უმალავენ, რადგან მათ და  მათ მაყურებელს უნდათ, რომ გაიყინოს ევროპა და რუსეთს ხვეწნა დაუწყოს, გაზი მოგვეციო. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული საშუალება  და არა ობიექტური ტელევიზია.  მედალს ორი მხარე აქვს და ევროკავშირი ასე სწრაფად, ამხელა დოზით, რომ  მოსწყდა რუსულ გაზს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი სერიოზულად იზარალებს ფინანსურად. რასაც აქამდე იღებდა დოლარებში ევროპაში გაყიდული გაზის საფასურს, ახლა 33%-ით ნაკლებს მიიღებს და  ეს თვეში რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარია. ეს ფული დაკარგა რუსეთმა და გაისად ამ დროს, ვეღარც გაზის იმ 7%-ის საფასურს მიიღებს მყარ ვალუტაში, რომელსაც ჯერ ისევ იღებს. ომში ჩაბმული ქვეყნისთვის კი ეს ზარალი, ორმაგად მტკივნეულია. რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხია, ევროპის ბაზრის დაკარგვა. შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ ევროპამ რუსული გაზის შანტაჟს თავი დააღწია და საბოლოოდ, რუსეთი გამოვა დაზარალებული. ახლა ევროკავშირი და ამერიკა რუსულ ნავთობზე ზედა ჭერის დადგენაზე მუშაობენ. ამერიკელები აცხადებენ, რომ ერთი ბარელი რუსული ნავთობი 60$ უნდა ღირდეს და მეტი არა. სავარაუდოდ, ევროკავშირი დათანხმდება ამ ფასს. რუსეთს ერთი ბარელი ნავთობი 20% უჯდება და 40%-იანი მოგება ბარელზე ცოტა არ არის, ეს კარგია რუსეთისთვის არსებულ ვითარებაში, მაგრამ აქამდე 110 და 120 დოლარად ყიდდა და ცხადია, ეს ფასი ერჩივნა. ფაქტიურად, უნახევრებენ ნავთობის ფასს  გამოდის, ჯამში აქაც დიდ ზარალს ნახავს რუსეთი. არ მიყიდის 60 დოლარად რუსეთი ნავთობს ამერიკას და ევროკავშირს? მაშინ სხვა უფრო ნაკლებს გადაუხდის. აგერ, ჩინეთი და ინდოეთი ყიდულობენ 50%-იანი ფასდაკლებით და მაინც უკმაყოფილონი არიან. ორივე ქვეყნის ხელისუფლება ეუბნება რუსეთს, კიდევ უფრო იაფად მოგვყიდეო. ეგეც შენი რუსეთის პარტნიორი ქვეყნები. რუსეთი ომშია და ესენი ახრჩობენ, ლამის მუქთად გვაძლევ ნავთობს და კიდევ გაგვიიაფეო, უნამუსოდ ეუბნებიან. რუსეთს სხვა გზა აღარ რჩება. დათანხმდება ამ წინადადებას, ბარელი ნავთობი რომ  60$-ად გაყიდოს. ნახე, როგორ შეიცვალა ყველაფერი. რუსეთი გაზით და ნავთობით აშანტაჟებდა ევროპას და ამერიკას, ამ გაზის შანტაჟს ევროპამ დააღწია თავი და ახლა, ნავთობის ფასით ორივენი რუსეთს აშანტაჟებენ. ეს შედეგები დაუდგა რუსეთს, პუტინს, იმ ბრიყვული გადაწყვეტილების გამო. რაც უკრაინაში შეჭრა იყო. ასეა, მღვრიე წყალში ყველა ცდილობს დიდი თევზი დაიჭიროს.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი
ახალი ამბები

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი

16:06 12-04-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
ახალი ამბები

დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა

15:11 12-04-2025
სცადე, რას კარგავ? – თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა
ახალი ამბები

სცადე, რას კარგავ? – თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა

15:05 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved