„ჩვენთან ტელეკომპანიაში ძალიან ბევრმა გადაიტანა [კოროანვირუსი], მაგრამ არიან ანტივაქსერები. ჩვენ მივიღეთ ასეთ გადაწყვეტილება, რომ ის ადამიანები ვინც არ აიცრებიან, ვერ დავავალდებულებთ ვერავის აცრას, წავლენ უხელფასო შვებულებაში იმიტომ, რომ ქმნიან საშიშროებას. განსაკუთრებით ეს ეხებათ მძღოლებს, რომლებიც ყველაზე დიდი გადამტანები არიან, არ ვათავისუფლებთ, თუმცა შვებულებაში ვუშვებთ. ტელევიზიაში ეს შეიძლება, დომინოს პრინციპით იყოს და ერთხელ ჩაწვეს“, – განაცხადა ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ.
კომენტარები