• რეკლამა
  • კონტაქტი
18:44, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჩვენს პარტიაშიც ჰყავდათ შემოგზავნილი კუდი- სუსის აგენტები, ჯერ ძმობას რომ გეფიცებიან და შენს გამო ტყვიაზე წასვლას გპირდებიან…” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:41 05-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
240

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი:

,,ბოლო წლების მანძილზე სოციალურ ქსელში ჩამოყალიბდა “ქართული ოცნების” მომხრეთა იმგვარი ფენა, რომლისთვისაც მიუღებელი და დაუშვებელია,- ვინმეს ჰქონდეს ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი და პოზიცია!!!! ეს ფენა ერთგვარ სადამსჯელო დანაყოფად იქცა. თქვენ უნდა მოგწონდეთ ყველაფერი, “ქართული ოცნების” ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება, არა გაქვთ უფლება,- გქონდეთ თქვენი ხედვა, მითუმეტეს, არა გაქვთ უფლება,- საჯაროდ გამოხატავდეთ ამ ხედვას. ვიმეორებ: პროცესებს, ვითარებას განსხვავებულად ხედავთ? უკვე მტერი ხართ! ეს არის დამღუპველი მიდგომა! დამღუპველი!!!

ამასთანავე, თქვენს გასაშავებლად გამზადებული აქვთ ფრაზა: ნაცის მხარეს დადექი? ნაცების ნარატივს ავითარებ? ნაცი გახდი? და ა.შ. ახლა პირდაპირ ვთქვათ, ვინაა ჩართული ამგვარ კამპანიაში: კუდის- სუსის აგენტურა, მისი გავლენის ქვეშ მოქცეული მპოსტავები. პროფესია “მპოსტავი” ესეც უკვე ახალ პროფესიად იქცა.
და დააკვირდით: განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო, თავს ისეთი ხალხი დაგესხმებათ, რომლებიც ყველა დროის ხელისუფლებების უკანალს ეტრფოდნენ, რომლებსაც არსად და არასდროს არ უბრძოლიათ და რომელთა უმრავლესობაც საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავდა და ზრუნავს. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისევ გამარჯვებულის უკანალისკენ იპოვიან გზას და ძველ ბუდეს უმალ დატოვებენ.

აი, ეს ფენა ცდილობს ჩაგახშოთ, გაქციოთ მდუმარე არსებებად ან გაიძულებენ,- გახდეთ “ქართული ოცნების” ნებისმიერი გადაწყვეტილების მომწონებლები და ტაშისმკვრელები!

ისევე როგორც სხვა პარტიებში, ჩვენს პარტიაშიც ჰყავდათ შემოგზავნილი კუდი- სუსის აგენტები, ჯერ ძმობას რომ გეფიცებიან და შენს გამო ტყვიაზე წასვლას გპირდებიან, ხოლო თუ დაინახეს, რომ რაიმე საკითხზე “ქართული ოცნებისგან” განსხვავებული ხედვა გაქვს, გტოვებენ და შორიდან გიძღვნიან სასოწარკვეთილ პოსტებს, თითქოს იმედები გაუცრუე. არადა, დაავალეს და წავიდნენ!
ყველას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენც გვესმოდა, ვინ რა დავალებით იყო პატრიოტთა ალიანსში ჩანერგილი და არავინ დაგვიბრკოლებია,- შეესრულებინათ მათი დავალება. როგორც პატრიარქი იტყოდა: ნეტავ, კარგად მომისმინონ, რას ვამბობო, ამავე პრინციპს ვიზიარებდით და ვიზიარებთ ჩვენც. ჰოდა, მიდიოდნენ და მოდიოდნენ. მოვლენ და კვლავაც დაგვტოვებენ.

მე კი, ამ პოსტის ყველა მკითხველს ვეტყვი: იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, არც შენი ქვეყნის მტრობას ნიშნავს და არც მმართველი პარტიის მონურ მსახურებას. იყო ოპოზიციური პარტია, არ ნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ყველა გადაწყვეტილება და ქმედება მოგწონდეს. კუდი-სუსის აგენტურა კი, სოციალურ ქსელში სადამსჯელო ფუნქციას ასრულებს. დაბრიდონ ყველა, ვინც ტაშს არ უკრავს ცემაზე, ტყეპაზე, დაპატიმრებებზე, არჩევნებზე და ა.შ.

და გეკითხებით ძველ თანამებრძოლებს: განა ამისთვის ვიბრძოდით ჯერ კიდევ ცხინვალიდან, სოხუმიდან, ჭუბერიდან, სააკაშვილის რეჟიმიდან, 2012 წლის შემდგომ?! მართლა, ყველაფერი მოგწონთ, რაც გარშემო ხდება? მართლა, შეგიძლიათ,- გაამართლოთ ნებისმიერი უკანონობა, უწესობა? ასე როგორ ცხოვრობთ? მე არ მიბრძოლია ამისათვის.

ახლა ნაცებზე და ნაცობაზე. რაც იმ ავადსახსენებელი ნაცების დროს არ მომწონდა, მომავალშიც არ მომეწონება. უკეთესები უნდა ვიყოთ მათზე, ვინც გვარბევდა, გვცემდა, გვკლავდა, გვაწამებდა, მიწებს გვაკარგინებდა, გვანადგურებდა. და თუ იგივეს მოვიწონებთ და ყველას ცემა და დაჭერა გაგვეხარდება, უკეთესი რითი ვიქნებით? ქეთი დუმბაძეს რატომ დაესხით თავს, რა თქვა? ციხეებში დაალპეთ პატიმრებიო, ეს უნდა ეთქვა და მოგეწონებოდათ? რა უწესოდ ლანძღეთ და თათხეთ, საკუთარ თავს შორიდან არ აკვირდებით?!

ან პატრიოტებისა და ნაცების შეკვრაზე ზოგიერთი მამალი აგენტი პირს როგორ აღებთ, როგორ არ გრცხვენიათ? პარლამენტში ჩემს წინ იჯდა ის ბასიშვილი, 15 ივნისს ზონდერები რომ მოგვისია და სისხლის გუბეები დააყენა. ნაცები ისხდნენ პარლამენტში, იყვნენ დელეგაციებში, ნდობის ჯგუფში, სადაც ჩვენ არ შევედით… ცესკოში, ყველგან! და მაშინ არ უნდა ემუშავა პარლამენტს იმიტომ, რომ იქ ნაცები ისხდნენ, ძალიან ცუდია, რომ ისხდნენ, ამისი მიზეზი რომ კოჰაბიტაციაა, იმედია, ეს მაინც საკამათო არაა…

ჰოდა, ისრები ჩვენსკენ კი არა, სხვა მიმართულებით უნდა გქონდეთ მომარჯვებული! თქვენ აგენტურულ ისრებს მე და პატრიოტთა ალიანსი არ ვიმსახურებთ და ყველას ვარწმუნებ, რასაც ვფიქრობ, იმაზე გაჩუმებას ვერ მაიძულებთ, სულ რომ აგენტურის ლეგიონი დამესხათ თავს.

სათითაოდ გაგცემთ პასუხს და ისეთ პასუხს, რომ კლავიატურაზე თითების კაკუნის ხალისს დაკარგავთ.“

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved