• რეკლამა
  • კონტაქტი
17:28, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენს ხელშია ივანიშვილის ე.წ. მოღალატეობის ქარტია, რომელსაც ედო გრიფით საიდუმლო” – ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:20 08-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა:

ლუკას სახარება გვასწავლის, არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდების და მარიამობა დღეს, რომელსაც სულით და გულით გილოცავთ, ჩვენს ხელშია ივანიშვილის მიერ არაბულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებული ე.წ. მოღალატეობის ქარტია, ქართული მიწის გასხვისებაზე, რომელსაც ედო გრიფით საიდუმლო ამ წუთამდე, დღეს ეს უკვე ქართველი ხალხის სამსჯავრომდე გამოგვაქვს, მტერი პრაქტიკულად, ამით განიარაღებულია და დიდი კვლევა-ძიების, თუ ბრძოლის შემდეგ “ლეიბორისტულმა პარტიამ”, თქვენი დავალებით, ამოხსნა ღალატის საზარელი ანატომია, რაც ქართველი ერის ათასწლოვან ისტორიას არ ახსოვს.

თბილისი, გარდაბანი, რუსთავის არეალში, აგრეთვე გონიოში, უფასოდ, ივანიშვილის მიერ არაბულ კომპანიაზე, არაბული დასახლების მშენებლობისათვის გასხვისებული და გაცემულია ათი მილიონი კვ.მ. უძვირფასესი სახელმწიფო მიწა, ანუ 886 ჰექტარი, ხოლო 576 ჰექატრი განწირულია ე.წ.  სანიტარული ჭრისათვის, რაც ნიშნავს ტყეების მასობრივ, გენოციდურ განადგურებას. 

აღნიშნული მოღალატეობრივი დოკუმენტი წარმოადგენს მამულის გაყიდვის, სახელმწიფოს ღალატის და კორუფციის გაერთიანებულ ქარტიას, რომელსაც სჭირდება დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. 

მე მოვუწოდებ, გენერალურ პროკურორს, თუ მათ სისტემაში დარჩა კიდევ სამართლისადმი რაიმე დამოკიდებულება და პატივისცემა, დაუყოვნებლივ აღძრას საქმე და დაიწყოს ამ უმძიმეს დანაშაულზე გამოძიება. 

მე მოვუწოდებ ოლიგარქ ივანიშვილს, ერთხელ მაინც ცხოვრებაში გაგეღვიძოს ეროვნული სინდისი და თვითონ გააუქმე ცალმხრივად, შენს მიერ დადებული მოღალატეობრივი აქტი და მე მოვითხოვ არაბული კომპანიებისაგან და მოვუწოდებ არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყოველგვარი საქმიანობა ქართულ მიწაზე, რადგანაც რეჟიმი, ვისთანაც მატ გააფორმეს კონტრაქტი ამგვარი დანიშნულებით, ლეგიტიმურად არ არის აღიარებული მსოფლიო საზოგადოების მიერ და პლუს ამას, რეჟიმის მეთაური, ვისთანაც ბატონი ნაჰაიანი პირადად მიბრძანდა სოლოლაკში, წარმოადგენს აშშ-დან და ევროპიდან დასანქცირებულ, ანუ დამნაშავე სუბიექტს და მასთან ურთიერთობა, მით უმეტეს მასთან გაფორმებული კონტრაქტები არა მარტო იურიდიული ძალის არ მქონე და უკანონოა, არამედ თანამონაწილეობას ნიშნავს დანაშაულში. 

ამაზრზენია, როცა წაიკითხავ, რა ხდება ჩვენ თავს. გარდა ამ უდიდესი მასშტაბის ღალატისა, კონტრაქტი გაფორმებულია ყველა მოქმედი საშინაო და საერთაშორისო ნორმების, კანონმდებლობის დარღვევით, მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის მთელ რიგ დანაშაულებათა კასკადს. შედგენილია ყოველგვარი კონკურსის, შეჯიბრებითობის გარეშე, არანაირი ვალდებულება ე.წ. ინვესტორს არ გააჩნია, ან ინვესტიციების შემოტანაზე, ან საბანკო ვალდებულებები, ან გარანტია პირგასამტეხლოს სახით. არცერთ ცენტს არ დებს კომპანია, რომელიც 6 მილიარდ მოგებას ჰპირდება თავის თავს და ბიძინა ივანიშვილს.

დღეს, მთელი ქართველი ერი უნდა დაირაზმოს იმისთვის, რომ მოვიცილოთ ივანიშვილის ბოროტი, მოღალატე რეჟიმი,”

არაბული კომპანია Eagle Hills თბილისსა და გონიოში მასშტაბური მშენებლობების განხორციელებას გეგმავს.

შეთანხმების მიხედვით, თბილისსა და აჭარაში მსხვილი დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას. საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები უნდა განხორციელდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved