• რეკლამა
  • კონტაქტი
10:37, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენს ეკლესიას წინ უდევს დავითის ხატი და არ ახსოვს რუის ურბნისის კრება…” – ნუგზარ სულაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:18 08-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
227
საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი:
ახლა, ნებისმიერი ქართველი რომ შეაჩერო და ჰკითხო, ვინ იყო საქართველოს ყველაზე ძლიერი მმართველიო, ყველა გიპასუხებთ, რომ ასეთი დავით აღმაშენებელი გვყავდა…
რაღა თქმა უნდა, მართლაც ასეა, მაგრამ…
მაგრამ დღეს, მსგავსი რეფორმატორი რომ მოუვლინოს ზეციერმა ჩვენს ქვეყანას (მგონი ერთხელ უკვე სცადა) ასეთ კაცს ვერ აიტანენ… და ვერ აიტანენ პირველ რიგში ის პატრიოტები, რომლებიც მის ეპოქას მისტირიან და დავითის ხატით ლაშქრავენ რუსთაველის გამზირს…
მათ მხოლოდ ის იციან, რომ დავითმა შექმნა ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ ის არ იციან, რომ მათ მსგავს არაკაცებს დილეგებში ამოხადა სული.
მგონი არც ის გაუგიათ, რომ სწორედ მისი მეფობის დროს, საქართველოში უცხოელ ინვესტორთა (ვაჭრების) რიცხვი, ლამის აბორიგენებს გაუთანაბრდა.
სწორედ ეს გახლდათ ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგია ეკონომიური აღმავლობის და რეგულარული ჯარის ჩამოყალიბების.
პარადოქსია მაგრამ ფაქტია: ჩვენს ეკლესიას სალოცავად წინ უდევს დავითის ხატი (მეეჭვება თვალს უსწორებდნენ) და არ ახსოვთ რუის ურბნისის კრება…
საინტერესოა რა ჭკუაზე დადგებოდნენ ქართველი ბიზნესმენები, თუ მათ უცხოელ ინვესტორებისგან განსხვავებით მეტ გადასახადს დაუწესებდნენ?
დიახ ჩვენ მივტირით დავითს, მაგრამ გვძულს მისი რეალურ ყოფაში არსებობა…
დავითი, ეს არის საქართველო კორუფციის გარეშე. მოღალატეების გარეშე; კრიმინალების გარეშე; ნეპოტიზმის გარეშე; მდიდარი სასულიერო პირების გარეშე; ჩალიჩის გარეშე; თაღლითების გარეშე; უსამართლობის გარეშე;
დიახ ჩვენ გვიყვარს დავითი, მაგრამ – მკვდარი…
ჩვენ თამარიც გვიყვარს…
გვიყვარს ილიაც, მაგრამ ახლა ფეხზე რომ წამოყენა, მის გზას არავინ გავყვებით…
ისევ წიწამურში მოვკლავთ…
თეგები: ნუგზარ სულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved