• რეკლამა
  • კონტაქტი
18:26, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენმა თანამშრომელმა, რომელსაც დავალიანების ჩარიცხვის იმედი გადაეწურა, თავი მოიკლა”

ალია ავტორი - ალია
15:03 08-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში, სადაც კომპანია ნავთობს მოიპოვებს, მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ისევ სახელფასო დავალიანებების დროულ დაფარვასა და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მოსახლეობამ დღეს კომპანიის კუთვნილი მანქანა, რომელიც ნავთობის გატანას გეგმავდა, რამდენიმე საათით შეაფერხა და ტერიტორიიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა. შეკრებილების თქმით, მძიმე ფინანსური კრიზისის გამო, კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„ჩვენ უსამართლოდ არაფერს ვითხოვთ. თვეები ვიმუშავეთ და ახლა კომპანიას არ სურს ამ დავალიანების დაფარვა. ჯერ იყო და სამსახურიდან უსამართლოდ გაგვათავისუფლეს, მერე სახელმწიფომ „ფრონტერას“ საარბიტრაჟო დავაც მოიგო და დაეკისრა სხვა ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, ჩვენი დავალიანების გასტუმრებაც, მაგრამ ამ დრომდე კომპანიის ხელმძღვანელობას გამოტანილი გადაწყვეტილების შესრულება არ უნდა. ჩვენ უკან ჩვენი ოჯახები და შვილები დგანან, მათ რა ვაჭამოთ, რა გავაკეთოთ უკვე აღარ ვიცით. წამლების ფული არ ჰქონდა და ძალიან უჭირდა, ამიტომ ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა ამ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო და რამდენიმე კვირის წინ დავალიანების ჩარიცხვის ბოლო იმედიც რომ გადაეწურა, თავი მოიკლა“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

კომპანიის დედოფლისწყაროს მენეჯერი აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა. გიორგი ჯანიაშვილს არ აქვს კითხვაზე პასუხი თუ როდის და რა ვადებში მოხდება ყოფილი თანამშრომლებისთვის დავალიანების ჩარიცხვა.

სახელმწიფომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა ცოტა ხნის წინ მიუგო.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება განსაზღვრავს „ფრონტერას“ შესაბამის ვალდებულებებს როგორც ძებნა-ძიების ტერიტორიის დაბრუნების, ასევე შესაბამისი თანხების ანაზღაურების ნაწილში.

რამდენიმე დღის წინ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომპანიის თითოეული გათავისუფლებული თანამშრომლი ერთჯერადად 1200 ლარს მიიღებს.

კომპანია „ფრონტერას“ 84 თანამშრომლის, დაახლოებით 17-თვიანი, ჯამში მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს. თანამშრომლებმა კომპანია „ფრონტერას“ სასამართლოში რვა თვის წინ უჩივლეს. გათავისუფლებული თანამშრომლები აქციებს რამდენიმე თვეა პერმანენტულად მართავენ.

„მარშალპრესი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved