მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ მათი ოჯახის თხოვნა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება, არამედ სასჯელის გადავადებაა. გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ პატიმარმა პრეზიდენტმა მკურნალობა საქართელოშიც განაგრძოს.
„საერთოდ ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის. არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელები. მერე თვითონ ადამიანი რომ იქნება თავისუფალი, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, სად წავიდეს. იქნებ აქ რჩება? მე არ ვიცი ჯერ. იქნებ აქ აპირებს გაგრძელებას მკურნალობის, – თქვა ალასანიამ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მესამე პრეზიდენტი გადასხმაზე უარს აცხადებს.
კომენტარები