• რეკლამა
  • კონტაქტი
09:27, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენი შვილების თაობის ერთმანეთზე გადაკიდებაზე პასუხისმგებელი ვართ ყველა…დაივიწყეთ ვისმა მამამ რა თქვა, ვისი დედა ვის მხარესაა“ – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
17:18 03-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
536

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:

„ჩვენი შვილების თაობის ერთმანეთზე გადაკიდებაზე პასუხისმგებელი ვართ ყველა. მათი გახლეჩა ძალიან მწარედ მოგვიბრუნდება. ვიცი მთავრობის და პარლამენტის წევრების შვილები, რომლებსაც აბულინგებენ – “უთხარი მამაშენს” და მეორე მხრიდან მთლად ხელისუფლების წარმომადგენლები “სატანებს” ეძახიან სხვების შვილებს. თუ ბოროტება უსაზღვროა, უგუნურებას მაინც ხომ აქვს საზღვარი. პატივისცემით მოვექცეთ ერთმანეთის, ყველას შვილს.
ახლაგაზრდებო, რადგან მეტად გონიერები მგონიხართ, ვიდრე ეს სსრკ-გამოვლილი დაშტამპული თაობები, ვისგანაც ვერაფერს ისწავლით განსაკუთრებით ღირებულს, სულერთია როდის ვის მხარეს არიან – თქვენ არ დაუშვათ ერთმანეთის ზიზღი მამების, დედების და არავის გამო. არ აურიოთ ერთმანეთში პოლიტიკოსების პასუხისმგებლობები თქვენი თაობის ჯანსაღ ურთიერთობებში. არ დაუშვათ ერთმანეთის გარიყვა. დაივიწყეთ ვისმა მამამ რა თქვა, ვისი დედა ვის მხარესაა. ეს საძაგლობა თქვენ არ დაამკვიდროთ. “მოკალი საბჭოთა კავშირი” ნიშნავს, არც არავის ვაიძულოთ პავლიკ მოროზოვობა და არც მამიკოების დავალებით შევიძულოთ ტატუებიანი, თუ უტატუო მეგობრები. ეს ამ თაობის სიმყრალეა, ცხოველური შიში რომ აქვთ ავტორიტეტების და სულ რომ არ უბრძანოს ავტორიტეტმა, თავისით წყვეტენ, გუშინ რომ გემეგობრებოდნენ ,ხვალ სამძიმარზე არ მოვლენ შენთან, რადგან “სხვა მხარეს” ხარ. თქვენი მეგობრები აირჩიეთ თქვენ და დაიცავით კიდეც ეს მეგობრობა, დახუჭეთ ყურები და დამუნჯდით, როცა მეგობრისთვის გულისსატკენი რამე მოგადგებათ ენაზე. შვილები არ არიან პასუხისმგებელი მშობლებზე, პირიქით კი ბატონო და ისიც მხოლოდ სრულწლოვანებამდე“
თეგები: ნათია ფანჯიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved