• რეკლამა
  • კონტაქტი
03:01, კვირა, 8 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი ქალაქი იმსახურებს, ღირსეულად აღნიშნოს თბილისობა – რა იგეგმება 1–2 ოქტომბერს?

ალია ავტორი - ალია
14:40 09-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

ჩვენი ქალაქი იმსახურებს, ღირსეულად აღნიშნოს თბილისობა და სწორედ ამას ვპირდებით თბილისელებს – დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს თბილისობა 1-2 ოქტომბერს ჩატარდება.

დედაქალაქის მერი:

„ეს დღესასწაული, რომელიც ჩვენი ქალაქის მრავალწლიანი ტრადიცია და მისი ცხოვრების ნაწილია, წელს ისევ გაიმართება. იყო გარკვეული შეფერხება პანდემიის გამო, თუმცა წელს გვაქვს შესაძლებლობა, ოქტომბრის პირველ უქმეებზე, 1-2 ოქტომბერს ჩავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები. „თბილისობა“ იქნება ბევრად მასშტაბური და დატვირთული უამრავი სადღესასწაულო პროგრამით. „თბილისობას“ ტრადიციულად უმასპინძლებს რიყე და ლეღვთახევი. ასევე, ღონისძიებები გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან.

ყველა მოუთმენლად ელოდება ამ დღესასწაულს. დეტალურ ინფორმაციას ღონისძიების პროგრამის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით.

რაც შეეხება თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით რიგი პოლიტიკოსებისა და მათი სატელიტი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ განცხადებებსა და ინფორმაციებს, მათზე ყურადღების გამახვილებაც კი არ ღირს. რასაკვირველია, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას სჭირდება თანხები და ასევე ყველასთვის გასაგებია, რომ როდესაც საუბარი გვაქვს კონცერტებზე და შემოქმედებით ღონისძიებებზე, მასზე წინასწარ ტენდერის გამოცხადება არის შეუძლებელი. ეს აჟიოტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ყოველწლიური თანმდევი პროცესია ყველა ტიპის სადღესასწაულო ღონისძიების, რომელსაც მუნიციპალიტეტი აკეთებს. იგივე სიტუაციაა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, მიზანმიმართული სიცრუის პროპაგანდა მიმდინარეობს. მათ აუცილებლად უნდა მოატყუონ, ყოველ შემთხვევაში, ეცადონ, მოატყუონ საზოგადოება, რომ თბილისის მერიას მილების ჩადება დაავიწყდა, ან თითქოს ჭის თავების წამოწევა დაგვავიწყდა და ხელმეორედ დავიწყეთ ქუჩების გადათხრა და ასე შემდეგ.

საზოგადოებამ კარგად იცის მათი ხელწერა. ისინი ყოველდღიურად სიცრუის პროპაგანდით არიან დაკავებული. რაც შეეხება თბილისობას, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს უმაღლეს დონეზე. დარწმუნებული ვარ, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ აღნიშნული ღონისძიებებით. ჩვენი ქალაქი იმსახურებს, ღირსეულად აღნიშნოს თბილისობა და სწორედ ამას ვპირდებით თბილისელებს“

თეგები: თბილისობაკახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved