ჩვენი პარტია ისევ გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასა” და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„დადანაშაულება იქცა ამ პარტიების პოლიტიკის კეთების ერთადერთ ინსტრუმენტად და ჩვენ ამას მიჩვეული ვართ. ამას არ ავყვებით. ჩვენი პარტია ისევ გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასა” და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია.
ის კრიზისი, რაც ახლა მუნიციპალიტეტებშია შექმნილი, ეს არის როგორც „ნაციონალური მოძრაობის” ისე „ქართული ოცნების” დამსახურება. მოქალაქეთა ელემენტარული პრობლემები იქ შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო ვერ გვარდება”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
			

                                
                                

                                









კომენტარები