• რეკლამა
  • კონტაქტი
10:40, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენი მიზანია, ერთ 10 წელიწადში ჩვენ მიუსაფარი ძაღლების პრობლემები არ გვქონდეს“ – მაია ბითაძე

ალია ავტორი - ალია
16:17 03-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
290

დეპუტატმა, მაია ბითაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შინაურ ცხოველებზე კანონპროექტი წარადგინა. მისი თქმით, როგორც დედაქალაქი, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტები ვალდებულები იქნებიან ცხოველებს კასტრაცია/სტერილიზაციის ოპერაციები ჩაუტარონ, რაც ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ცხოველების გამრავლება კი მხოლოდ საშენში იქნება შესაძლებელი. კანონპროექტი ეტაპობრივად ამოქმედდება – პირველი ეტაპი იქნება რეგსიტრაციის სისტემის ამოქმედება მთელ ქვეყანაში, მეორე ეტაპის საკვანძო მომენტი იქნება – გამრავლების შეზღუდვა.

“შეიქმნას როგორც შინაური, ასე ვთქვათ, პატრონიანი ცხოველების, კატისა და ძაღლის სარეგისტრაციო ერთიანი სისტემა, რომელიც არ არსებობს ქვეყანაში, შეიქმნას მუნიციპალიტეტებისთვის ვალდებულება, რომ მათ ადგილებზე უზრუნველყონ სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების გაგრძელება უპატრონო და მიკედლებული ცხოველებისთვის. […] ეძლევა მუნიციპალიტეტებს საშუალება, რომ მათ არა თუ ააშენონ თავშესაფრები, არამედ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მიზანია, ერთ 10 წელიწადში ჩვენ მიუსაფარი ძაღლების პრობლემები არ გვქონდეს, მათ ექნებათ საშუალება ინტერმუნიციპალური თავშესაფრები ააშენონ საჭიროების შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში, აუთსორსის მეთოდით დაიქირაონ ვეტერინარული კლინიკები ან არსებული კერძო თავშესაფრები, რომ პოპულაციის მართვის, კერძოდ კი რეგისტრაციის, სტერილიზაციისა და კასტრაციის ოპერაციებს გაუძღვნენ. […]

საშენი იქნება ერთადერთი სუბიექტი და მისი ფლობის უფლება ასევე ექნება სახელმწიფო სტრუქტურებს, ვგულისხმობ ძალოვან სტრუქტურებს, ამ შემთხვევაში ძაღლებზე მაქვს საუბარი, სპეციალური დანიშნულებით იყენებენ და მხოლოდ საშენი იქნება შესაბამისი ავტორიზაციის გავლის შემდეგ გაამრავლოს ძაღლი, ასევე იქონიოს კავშირი მეპატრონესთან, რომელსაც შესაძლოა განსაკუთრებული ჯიშის ძაღლი ჰყავდეს და სურდეს მისი გამრავლება, ჰქონდეს კომუნიკაცია ფედერაციებთან და ასე ხდებოდეს ცხოველის გამრავლება, რომელიც გამრავლების შემდგომ აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს თუ ძაღლი არის სანაშენე – მხოლოდ რეგისტრაციას, თუ ძაღლი არის უბრალოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ იყიდოს და სახლში ჰქონდეს – მათ შორის სტერილიზაცია/კასტრაციას”, – თქვა ბითაძემ.

ბითაძემ თქვა, რომ უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა და 2 წელში სავალდებულო იქნება, ცხოველის ყიდვის შემთხვევაში სწავლება გავიაროთ.

“მეგობრებო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ მე კინოლოგი ვარ, მე ვარ ერთი ადამიანი, რომლის ძაღლიც თავის დროზე არასწორად გაწვრთნეს და დღეს მე პრობლემები მაქვს ძალიან დიდი. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, რომ კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს, რომელიც მისცემს ჩვენს კეთილსინდისიერ კინოლოგებსა და ფენოლოგებს იმის საშუალებას, რომ ის ტრენინგ-კურსები, რომლებსაც ისინი ახლაც ახორციელებენ, მოაქციონ სერტიფიცირების ერთიან სისტემაში, აიმაღლონ თავიანთი სტატუსი, მათ შორის ამ ქვეყანაში და ჩვენთვის, ყველასთვის, ორ წელიწადში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ჩვენს ძაღლს და როგორ ვეცადოთ იმას, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული”, – თქვა ბითაძემ.

„მთავარი არხი“

თეგები: მაია ბითაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი
ახალი ამბები

როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი

15:09 02-23-2026
LIVE  გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“
ახალი ამბები

LIVE გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“

14:16 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved