• რეკლამა
  • კონტაქტი
23:16, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჩვენი დრო მოვიდა!” – ნიკა გვარამიას წერილი

ალია ავტორი - ალია
21:04 01-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

ნიკა გვარამია ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,;რაც შეეხება მიმდინარე ამბებს. მთავარ თემად რჩება რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების მოწამვლა. ამასთანავე, შეხედეთ საქართველოში არსებულ ვითარებას და შეადარეთ ვენესუელას – მთავარი მოვლენები სრულ თანხვედრაშია:

1. არალეგიტიმური მთავრობა – არც მადუროს რეჟიმი იყო აღიარებული და არც ჩვენი ქოცები, რაც ჩვენი მოქალაქეების, აქტიური ჯგუფების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კრიტიკული მედიისა და პარტიების დამსახურებაა და რისი ათვლის წერტილი ოპოზიციის პარლამენტში არშესვლაა.

2. შავი ხვრელი ავტოკრატიული რეჟიმების სისტემაში – ვენესუელა კუბისთვის (რომელიც ასევე დაემხობა მარტივად, ვენესუელის ნავთობის გარეშე), ჩვენ კიდე რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზა და ირანისთვის ფულის გათეთრება უდიდესი მასშტაბით.

3. პოლიტპატიმრები, მასობრივი ძალადობა, დარბევები, საკუთარი მოქალაქეების მოწამვლა (ხაზგასმით – მოწამვლა).

4. მზარდი ემიგრაცია – როგორც ვენესუელის, ასევე საქართველოს შემთხვევაშიც მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედმა დატოვა ქვეყანა. თან არა მხოლოდ სამუშაო ძალის პრინციპით, არამედ ბოლო წლებში წარმატებულმა და განათლებულმა პროფესიონალებმა დაიწყეს წასვლა, თან ოჯახებით.

5. ქურდი რეჟიმი – სახელმწიფოს მთავარი რესურსის არამხოლოდ მიტაცება, არამედ გაუქმება სხვისი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისა და დაკვეთის გამო. ვენესუელის შემთხვევაში რუსეთი დაინტერესებულია ნავთობის მაღალი ფასით, და ამიტომ, მადუროს რეჟიმის მხარდაჭერის ფასი ვენესუელის ნავთობ ინდუსტრიის განადგურება იყო. მადუროს ჩამოცილების შემდეგ ვენესუელის ნავთობის ბაზარზე გასვლა საშუალო ვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად დაწევს ნავთობის ფასს, რაც პრაქტიკულად რუსული ნავთობ-ეკონომიკის კოლაფსია.

საქართველოს შემთხვევაში, ზუსტად იგივე ეფექტს გამოიწვევს ანაკლიის პორტი, რომელიც ალტერნატივას უჩენს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ამჟამად ერთადერთ მსხვილ პორტს – ნოვოროსიისკს, რომელიც უალტერნატივობის პირობებში ათობით მილიარდის შემოსავალს გენერირებს წელიწადში (არა მხოლოდ საკუთრივ პორტი, არამედ მთელი ინფრასტრუქტურა შუა აზიიდან შავ ზღვამდე). ანაკლიის პორტის არსებობის პირობებში, თან თუ საქართველო ევროკავშირის წევრი იქნება, ნოვოროსიისკის მნიშვნელობა პრაქტიკულად განულდება შუა აზიისთვისაც და შორეული აღმოსავლეთისთვისაც კი. რუსეთის რკინიგზა დაკარგავს უზარმაზარ ტვირთბრუნვას, რაც საქართველოსა და თურქეთზე (ტრამპის მარშრუტის გავლით) გადანაწილდება.

სინამდვილეში, რუსული „ხიშნიკობის“ ანბანი ესაა – ფული, ინტერესები და არა ის ტრადიციული ნარატივი, რომ პუტინს საქართველო, უკრაინა, ბელორუსი და შუა აზია თავისად მიაჩნია. ცივსისხლიანი ეკონომიკური გათვლა – დანარჩენი პროპაგანდისტული ბელეტრისტიკაა. შუა აზიის მიტაცება – პირველ რიგში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ ესა ანაკლიის ჩაშლის მიზანი, საქართველოს „პატარა სოფლად“ ქცევის გარდა.

უდიდესი ამბავი ისიცაა, რომ ირანი თუ გათავისუფლდა, გაჩნდება კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე და პირიქით დამატებითი გასასვლელი სომხეთის გავლით (ამიტომაც საქართველო უნდა ექაჩებოდეს სომხეთს მთელი ძალით ევროკავშირში), რაც ტვირთბრუნვის გაზრდის პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელია და ამით კიდევ უფრო აიწევს ჩვენი რეგიონის და განსაკუთრებით საქართველოს, როგორც ევროპა აზიის კავშირის მნიშვნელობა.

რუსეთი ომის დასრულების შემთხვევაშიც პოლიტიზირებულ და არასტაბილურ მარშრუტად დარჩება. თურქეთს მუდმივი უთანხმოებები აქვს დასავლეთთან. რჩება ერთადერთი შანსი – ჩვენ! მხოლოდ ჩვენ გვაქვს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ევროკავშირის წევრობის და სტაბილური მაღალი ხარისხის დემოკრატიის შანსი. ეს რას ნიშნავს – 2040 წლისთვის 40 ათას დოლარს მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე. აი ამას ნიშნავს – სამუდამო სიმდიდრესა და განვითარებას, უსაფრთხოებასა და ცოდნის საზოგადოებას!

შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთადერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ საქართველოს ქცევა ნიშნავს უდიდეს ინვესტიციებს საქართველოს ინფრასტრუქტურაში, განათლებაში და ევროპულ და ამერიკულ უსაფრთხოების სისტემების საქართველოს სრულ მოცვას, მათივე ეკონომიკური ინტერესების (რაც პოლიტიკურზე ბევრად მდგრადია) დასაცავად.

გეოგრაფიული პარადოქსად შეიძლება ჩანდეს, მაგრამ ირანის გათავისუფლების პირობებში, საქართველო ხდება კასპიის „გეით კიპერი“. კასპიის გასაღები გადმოდის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე – ანუ ჩვენთან (და არა თურქეთთან ან რუსეთთან). ესეც ჩვენი „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ ფორმულიდან სიმბოლური „დარუბანდი“. „ნიკოფსიის“ მხარეს რაც შეეხება – ანუ აფხაზეთს, ევროკავშირის წევრი საქართველო შეძლებს მის რეინტეგრაციას – ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ამისთვის და თან, რაც მთავარია, საკმარისი წინაპირობა.

მოკლედ, ქოცები უნდა მოვიშოროთ და დავჯდეთ გეოპოლიტიკურ მდინარესთან და ვითევზაოთ უზარმაზარ თევზზე! ჩვენი დრო მოვიდა! იბერიის გაბრწყინება მითიური შეფერილობის პათეტიკა ნამდვილად აღარაა!“

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved