• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ჩვენი დედა ეკლესიის, ტრადიციებისა და წინაპრების შეურაცხყოფას არავის შევარჩენთ” – გიორგი ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:55 07-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,703

დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას! ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქართველიშვილის განცხადებით, ახალი მოძრაობა იქნება ძალიან აქტიური, მაქსიმალურად კონსტრუქციული და რაც მთავარია, ისინი მზად არიან პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთ ყველა ქმედებაზე.

„გვინდა საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური და სოლიდური, ამავდროულად კი მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუკი ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით, მზად ვართ თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ!“- განაცხადა ქართველიშვილმა.

ქართველიშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ონისე ოქრიაშვილმა და მასთან ერთად სცენაზე მყოფმა ადამიანებმა ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს და თუ ისინი ვერ იაზრებენ, რომ კვეთენ წითელ ხაზებს ქართველი ერის ღირსების შემლახავ თითოეულ ქმედებაზე მოეთხოვებათ პასუხი ახალი მოძრაობისგან.

„ახლა რაც შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ კონკრეტულ მოვლენებს, რომელიც აქტიურ განხილვის საგნად იქცა. როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო ერთადერთი ფაქტი, როდესაც ონისე ოქრიაშვილი ჩვენს რელიგიაზე, სამაგალითო ქართველ მოღვაწეზე ან ქართველებისთვის ხელშეუხებელ საკითხებზე შეურაცხმყოფელი ფორმით ხუმრობს. მიგვაჩნია, რომ არამხოლოდ იმ ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს იუმორისტს უწოდებს, არამედ მათაც, რომლებიც კონკრეტულ კადრებში სცენაზე მასთან ერთად სხედან და ხალისობენ, ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ! ამავდროულად, მათი სინანულის საუკეთესო დასტური იქნება, თუკი დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას და მიმართავენ პროკურატურას, რომ აღნიშნულმა უწყებამ ნიკო ხურცილავას პატიმრობა არ მოითხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მათ ნაბიჯებზე საზოგადოების რეაქციის დანახვის შემდეგაც ვერ ახერხებენ გაიაზრონ, რომ წითელ ხაზებს კვეთენ, ქართველ ერის ღირსების შემლახავ თითოეული ქმედებისა და კომენტარის გამო მოვითხოვთ პასუხს. ვიმეორებ, შევეცდებით ეს ყველაფერი ნორმისა და კანონის ფარგლებში გავაკეთოთ, თუმცა, თუკი შესაბამისი გარემო პირობები სხვა გზას არ დაგვიტოვებს, არც პატიმრობის შეგვეშინდება!

ჩვენი დედა ეკლესიის, ტრადიციებისა და წინაპრების შეურაცხყოფას არავის შევარჩენთ. ვპირდებით ყველას, რომ იმ ღირებულებისა და ფასეულობების დაკნინების თუ გაუფასურების ნებისმიერ მცდელობასთან, რომელსაც ჩვენი ერი ეყრდნობა, შეურიგებლები ვიქნებით და თითოეულ მსგავს გამოვლინებაზე სათანადო, პროპორციული რეაგირება გვექნება!“ – აცხადებს გიორგი ქართველიშვილი.

თეგები: გიორგი ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა
ახალი ამბები

წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა

13:44 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved