ჟურნალი ტაბულას მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციაზე სოციალურ ქსელში წერს:
„ეროვნული ღირსების შემლახავი დუმილის ფონზე განსაკუთრებით ცინიკურია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოთქმული იმედი, რომ საქართველომ ჭკუა ისწავლა და დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს, რაც ადამიანურ ენაზე იმას ნიშნავს, თითქოს ქართველებმა თავისუფლებაზე, თავისუფალი სამყაროს წევრობაზე ავიღეთ ხელი.ამ განცხადებას საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი დუმილით შეხვდა. არ უნდა შეგვეშალოს და ვიფიქროთ, რომ დუმილის პოლიტიკა პრაგმატულია და გადაგვარჩენს. პირიქით, ჩვენი დამუნჯება მხოლოდ რუსეთს ეხმარება, ჩვენი სუვერენიტეტის უჩუმრად და უმტკივნეულოდ განადგურებაში“ – წერს ჩერგოლეიშვილი.














კომენტარები