• რეკლამა
  • კონტაქტი
04:37, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენ სრული მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ ვართ“ – რუსეთში მოსწავლეებს უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის შედეგებზე აფრთხილებენ

ალია ავტორი - ალია
12:15 03-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

“სრული კონტროლის ქვეშ ვართ, დააკვირდით თქვენს სოციალურ ქსელებს” – როგორია პუტინისტური პროპაგანდა რუსეთის სკოლებში, აუდიოჩანაწერი უკრაინულ და რუსულ მედიაში გავრცელდა.

აუდიოჩანაწერში კარგად ჩანს, თუ როგორ აღიარებს სკოლის მასწავლებელი, რომ სოციალურ ქსელში უკრაინასთან დაკავშირებული ამბის გაზიარებისთვის ან “დიდება უკრაინას” ფრაზისთვის, შესაძლოა არასრულწლოვნები დააკავონ.

როგორც რუსული და უკრაინული მედია იუწყება, ჩანაწერი, სადაც მასწავლებელი მე-10 კლასელ მოსწავლეებს აშინებს, რუსეთის ქალაქ სევასტოპოლიდან არის. მასწავლებელი ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერისთვის მოსწავლეებს სისხლის სამართლის საქმე ემუქრებათ.

“თქვენ გაკისრიათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. არავინ გადაგყვებათ, არავინ დაიწყებს გარკვევას იხუმრე თუ არ იხუმრე, ვიმემ გთხოვა თუ არა, ჩაგკეტავენ და გვარსაც არ გკითხავენ.

მე მესმის, რომ თქვენ გასართობად გაიძახით ამ “დიდება უკრაინას”.

დააკვირდით თქვენს სოციალურ ქსელებს, დააკვირდით რას აქვეყნებთ პროფილის ფოტოზე თუ პოსტზე.

თქვენ იცით, რომ რამდენიმე პირი უკვე დააკავეს იმის გამო, რომ ახალი ამბები გააზიარეს არა საკუთარ კედელზე, არამედ ეს ახალი ამბავი გაუზიარეს მეგობრებს, ახლობლებს. სწორედ თქვენი საკუთარი მეგობრები გაგყიდიან, ამიტომ კიდევ ერთხელ დაფიქრდით რას ამბობთ და რას აკეთებთ.

ბავშვებმა სწორედ სკოლიდან გასვლისას დაიყვირეს ეს ფრაზა და ზუსტად 10 წუთში დირექტორის კაბინეტში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომელი მივიდა. გგონიათ ის უბრალოდ მოვიდა? არა. გეტყვით, რომ სკოლისა და საბავშვო ბაღის გარშემო სამოქალაქო ფორმიანი პირები დადიან, იცავენ ჩვენს სკოლასა და საბავშვო ბაღს. ჩვენ სრული მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ ვართ, ამიტომ აკონტროლეთ ნებისმიერი ქცევა თუ ნათქვამი. ვფიქრობ, იმ ბავშვების მშობლებს ახლა კარგი დღე არ დაადგებათ. თქვენ მე გამიგეთ? ეს არ არის ხუმრობა და არ ვხუმრობ, ეს არ არის სასაცილო,” – ამბობს მასწავლებელი.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved