• რეკლამა
  • კონტაქტი
22:26, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ შური უნდა ვიძიოთ ჩვენი ჯარისკაცების და დაკარგული სამშობლოს გამო”

ალია ავტორი - ალია
15:46 11-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42


საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პოლიტიკურ ოპონენტებს „მძარცველებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება თავის დროზე მათ ისე არ მოექცა, როგორც იმსხურებდნენ.

ფაშინიანმა ამ თემაზე 10 ნოემბერს ერთ-ერთი ფეისბუკ-ჩართვისას ისაუბრა. მისი საუბრის ამ ნაწილის თარგმანს ავრცელებს გამოცემა „ევრაზიანეტი“, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

„დიახ, ჩვენ ისე არ მოვექეცით ამ კორუმპირებულ, ყაჩაღ ოლიგარქებს, როგორც იმსახურებდნენ. სათანადოდ არ მოვექეცით მათ, ვინც ჩვენს ქვეყანს აოხრებდა, ვინც ჯარისკაცებს ლუკმაპურსა და იარაღს ჰპარავდა, ვინც მოქალაქეთა ღირსებას ლახავდა. ვწუხვარ ამის გამო

ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, გაიგონ, რომ ჩვენ ახლა შურისძიებისთვის მზადებაზე ვსაუბრობთ, რადგან ჩვენ შური უნდა ვიძიოთ ჩვენი ჯარისკაცების გამო. ჩვენი დაკარგული სამშობლოს გამო შური უნდა ვიძიოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

გამოცემის თანახმად, ფაშინიანმა წინა მმართველ პარტიას, „რესპუბლიკურ პარტიას“, ასევე, მილიონერ გაგიკ წარუკიანის „აყვავებულ სომხეთს“ „მძარცველები“ უწოდა, ხოლო არტურ ვანეციანს- „დეზერტირი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს“.

„რესპუბლიკური პარტია“ ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერის, სერჟ სარქისიანის პარტიაა, რომელმაც ფაშინიანის „ხავერდოვანი  რევოლუციის“ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთი მანდატი ვერ მოიპოვა.

გაგიკ წარუკიანი ბიზნესმენია, რომელმაც დააარსა „აყვავებული სომხეთი“. მის წინააღმდეგ არაერთხელ აღიძრა საქმე — უკანონო სათამაშო ბიზნესის, მიწის ნაკვეთების მისაკუთრებისა და 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებებით — და ის არაერთხელ დააკავეს, თუმცა დაკავება ყოველ ჯერზე დროებითი აღმოჩნდა.

რაც შეეხება არტურ ვანეციანს, ის 2018 წლის „ხავედროვანი რევოლუციის“ შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების სამსხურის ხელმძღვანელი იყო 2019 წლის სექტემბრამდე, — მანამ, სანამ ფაშინიანთან დაპირისპირების ფონზე არ გადადგებოდა. 2020 წლის დასაწყისში გავრცელდა ბრალდებები, რომ ვანეციანი ფაშინიანის და მისი ოჯახის წინააღმდეგ მედიაკამპანიის უკან იდგა.

10 ნოემბერს ღამით, კონფლიქტის მხარეების განცხადებით, ხელი მოეწერა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში მოსკოვის დროით 00:00 საათიდან შევიდა.

შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანში განსხავებული შეფასებები მოჰყვა: აზერბაიჯანში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „ისტორიული გამარჯვებაა“, ერევანში კი დაიწყო საპროტესტო აქციები, სადაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს.

წყარო – ნეტგაზეთი

თეგები: სომხეთიყარაბაღი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved