• რეკლამა
  • კონტაქტი
16:10, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას” – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
18:05 06-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

 

“პირველ რიგში, მინდა, მოკლედ მოგახსენოთ საქართველოს გამოცდილებაზე, საქართველოს ისტორიაზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ ძალზე ამბიციური რეფორმები, 2012 წლიდან ყველა მიმართულებით, სასამართლო, მასმედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობის სფეროში, დემოკრატიის კონსოლიდაციის სფეროში. 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ეს არის ძირითადი გეგმა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ევროპეიზაციისთვის, მოდერნიზაციისთვის. იმ დროიდან ჩვენ მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და ბოლოს, ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს გახლავთ ისტორიული გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობ ინტეგრაციაზე და იმ გზაზე, რომელსაც გავდივართ ჩვენს ხალხთან ერთად, ეს გახლავთ ჩვენი ადამიანების გადაწყვეტილება, საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპას. ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ. მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს, ასოცირების ხელშეკრულების 45 პროცენტი უკვე შესრულდა, ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც ასევე სრულდება. საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ახლა გადამწყვეტი დრო არის, როცა ვხედავთ რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიან აგრესიას უკრაინაში. ეს არის ისტორიული მომენტი. ახლა უკვე ევროკავშირის გადასაწყვეტია, რამდენად დადგება ევროპა მოკავშირეების გვერდით თანამოაზრე ქვეყნებთან. ეს გახლავთ ძალიან სერიოზული და გამოწვევებით სავსე დრო. საქართველოში იყო ომი გაცილებით უფრო ადრე, 2008 წელს. ჩვენ გადავიხადეთ ძალიან მაღალი ფასი. საქართველოს მოსახლეობამ გადაიხადა ფასი. 90-იანებში ორი ომი გვქონდა რუსეთთან მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა.

ჩვენ ვსაუბრობთ ევროპელ მეგობრებთან, პირადად ვესაუბრები ჩემს კოლეგებს. მრავალი შეხვედრა, სატელეფონო ზარი მქონდა. ორი კვირის წინ ვიყავი ბრიუსელში, შევხვდი ხელმძღვანელობის ყველა წარმომადგენელს. ჩემი გზავნილი ასეთია, ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება. ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ უნდა გავიგოთ, ეს გახლავთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მინიჭება სტატუსის ან არმინიჭება. ეს გახლავთ სტრატეგიული და ასევე მორალური თემა. სიმბოლურია, როგორ გზავნილს ვაძლევთ და ვუგზავნით რუსეთს. მე ვილაპარაკებ ჩემს ქვეყანაზე. საქართველო ლოიალურია ევროპული სტანდარტების, ფუნდამენტალური ღირებულებების და ჩვენ გადავიხადეთ ძალიან მაღალი ფასი. ჩვენ პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით“

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს
ახალი ამბები

10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს

15:31 11-07-2025
„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო

15:12 11-07-2025
გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved