• რეკლამა
  • კონტაქტი
22:55, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ ოპოზიცია ვთანხმდებით, რომ საქართველოს აქვს მომავალი და ამ მომავლისთვის მთავარი სისტემური, კომპლექსური და გეგმაზომიერი რეფორმებია – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
13:52 09-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის   განცხადებით ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოდ პასუხისმგებლიან მთავრობას, რომელიც იზრუნებს საკუთარ მოქალაქეებზე და შესთავაზებს სტრატეგიულ სამოქმედო მყისიერ გეგმას.

ვაშაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციურ ძალებთან კიდევ ერთი შეთანხმება, რომელზეც ხელი მოაწერეს, ქვეყანას შექმნილი მძიმე კრიზისიდან იხსნის რის შედეგადაც  დაიწყება აღმშენებლობა. 


„საქართველო უმძიმეს კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება და შესაბამისად, აუცილებელია, ხელისუფლებაში იყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები და ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ქვეყნის განვითარებაზე.  ჩვენ, ოპოზიცია ამ ხელმოწერებით ვაფიქსირებთ, რომ  გვჯერა,  საქართველოს აქვს მომავალი და ამ მომავლისთვის მთავარი  სისტემური, კომპლექსური და გეგმაზომიერი რეფორმებია. დღეს ჩვენ ვაწერთ ხელს  რეფორმების  პაკეტს,   რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პირველი, ეს არის  მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირება და ეკონომიკური განვითარება და მეორე ეს არის განათლების რეფორმა. ყოველივე ეს მნიშვნელოვანი ფუნდამენტია, რაც  აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. განათლების სისტემაში ჩვენ მაქსიმალურად ვემხრობით დეცენტრალიზაციას – მეტი დამოუკიდებლობა სკოლებს და მასწავლებლებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავანთავისუფლოთ პოლიტიკური წნეხისგან განათლების სისტემა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ  მაქსიმალურად ვემხრობით, რომ ბიუროკრატიული წნეხი შემცირდეს ეკონომიკაზე, მიწისა და საკუთრების რეგისტრაცია აღარ იყოს თავის ტკივილი მოქალაქეებისთვის და რაც მთავარია, დაიწყოს ეკონომიკამ სწრაფი განვითარება. აქამდე ოპოზიციურმა ძალებმა უკვე მოვაწერეთ ხელი  მართლმსაჯულების, სასამართლოსა და შინაგან საქმეთა ორგანოების ანუ სამართალდამცავი ორგანოების რეფორმებს და ნიშნავს, რომ  წინასაარჩევნოდ  ეს არის ბოლო დოკუმენტი, რომელსაც  ვაწერთ ხელს და ვთანხმდებით. ყველა ფუნდამენტურ საკითხზე გვაქვს შეთანხმება და ზუსტად ვიცით, რომ მოვდივართ ხელისუფლებაში, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი და მოვიტანოთ სიკეთე საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახში. ჩემს კოლეგებს და მეგობრებს ვულოცავ ამ ნაყოფიერი მუშაობის შედეგს და რაც მთავარია მთავარი მოსალოცი იქნება მაშინ, როცა ეს რეფორმები რეალიზებას დაიწყებს“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved