ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა „ევროსკოპის“ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
განცხადება მაღალჩინოსანმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე გააკეთა:
„საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ეს გზა ევროკავშირის მიმართულებით არ მიდის. ამიტომ, ქართველი ხალხისთვის ჩვენი ძლიერი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, მაგრამ ვიდრე მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს, ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პროცესში წინსვლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა კალასმა.














კომენტარები