• რეკლამა
  • კონტაქტი
07:50, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ კი არ გავღორდით მანდ დარჩენილები გაღორდით !” – ქართველი ემიგრანტების გამოკითხვა

ალია ავტორი - ალია
10:36 01-15-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთ მრავალათასიან ჯგუფში ჩავატარეთ გამოკითხვა თუ რატომ არ, ან ვერ ბრუნდებიან ემიგრანტები სამშობლოში, პოსტი შემდეგი შინაარსის იყო – ემიგრაციაში, უმრავლესობა ერთი, ან ორი წლით მიდის… ყველა ამბობს, რომ როგორც კი ვალებს გადაიხდის, მაშინვე დაბრუნდება საქართველოში, მაგრამ წლები გადის და ფინანსური პრობლემების მოგვარების მიუხედავად, ძალიან ცოტა ბრუნდება დროულად სამშობლოში, ან ჩადიან და შემდეგ მალევე უცხოეთში ბრუნდებიან.

თქვენი აზრით, რატომ რჩებიან ადამიანები სხვა ქვეყანაში, ან თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა?

გამოკითხვას რამდენიმე ასეული ემიგრანტი გამოეხმაურა. მათი პასუხები არაერთგვაროვანი იყო. ჩვენ ვეცადეთ ისეთი კომენტარები შეგვერჩია, რომელიც შექმნილი მდგომარეობის სრულ სურათს მოგვცემდა.

ა.ა. – „მე წამოვედი  პრობლემის მოსაგვარებლად 1-2 წლით. მოვაგვარე ყველაფერი, დავბრუნდი საქართველოში და ისევ უკან წამოვედი… უსაქმურად სახლში ჯდომას მირჩევნია აქ ვიშრომო და ჩემს შვილებს მივეხმარო. რა პრობლემებიც მე მქონდა ცხოვრებაში, მათ მაინც შევუმსუბუქო  ის … ჩვენი თაობა ხომ ნაადრევად გაგვიშვეს  უფასო ,,პენსიაზე “…

თ. ჭ. „ორი წელი ვიყავი ემიგრანტი, მეოთხე თვე დაიწყო დავბრუნდი საქართველოში. ყოველ დილით ვაკეთებ იმას, რაც მენატრებოდა. ჩახუტებული მძინავს შვილთან, ალბათ თორმეტამდე. ბედნიერებას მხოლოდ სახლის და შვილების ფერი აქვს ემიგრანტისთვის, მაგრამ გაჩნდა დიდი „მაგრამ“. აქ საშინელი მდგომარეობაა. ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღარიბე… წარმოიდგინეთ, ქართული ბორჯომი ლიტრიანი ბოთლით, ლარი და ოთხმოცი თეთრი ღირს. არ ვიცი სადამდე გავძლებ. შიმშილობას და არ ქონებას, ისევ მონობა უნდა ვამჯობინო ალბათ. ჯერ ისევ ჩემს სახლში ვარ. თითქოს დამპირდნენ სამსახურს, მაგრამ ვნახოთ რა როგორ იქნება. სიკვდილივით არ მინდა უკან დაბრუნება ემიგრაციაში.“

ნ. ს. – „პრობლემები არ ილევა და მაგიტომ, არავის უხარია ოჯახის გარეშე ცხოვრება, მაგრამ არც ჩვენი ქვეყანა წავიდა წინ, რომ რაღაც ხელმოსაჭიდი გვქონდეს. შვილები იზრდებიან – მოთხოვნებიც იზრდება. აი, ამიტომ!“

მ. ლ. – „ევროებმა შეყვარება იცის და ვერ ელევიან! 18-20-24 წელი როგორ უნდა გაჩერდე ოჯახს მოწყვეტილი უსიყვარულოდ… ასეა სამწუხაროდ. ვერ ძღება ადამიანის გული ვერა! პ.ს.რა მწარეა სიმართლე არა?“

ქ.ი. – „იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და განვითარება (უბრალო ადამიანების), უკან მიდის, ფასები კი ზევით და ზევით.“

მ.ა. – „3 თვე ვიყავი ჩამოსული და ლამის გული გამისკდა. მაგ ფასებზე მინიმუმ რამდენი უნდა ჰქონდეს ადამიანს შემოსავალი წარმოდგენა არ მაქვს. ან საქართველოში რაზე უნდა იმუშაო ისეთი რომ შესაბამისი ანაზღაურება გქონდეს. მხოლოდ ჭამა ხომ არაა.  თუმცა, საჭმლისთვისაც არ გეყოფა.“

ნ. წ. – „საქართველოში რომ ჩავედი და დავინახე შემოსავლის წყარო არსაიდან იყო, სხვა გზა აბა ვერაფერი ვნახე, დღეში 20 ლარად ვიპოვე სამსახური. საღამოს გამოვიარე, 1 ცალ საზამთროში გადავიხადე 16 ლარი და აი მაშინ კი მივხვდი, რომ იქ ვერაფერს ვიზამდი. აი, ესაა თქვენი კითხვის პასუხიც!“

ი. მ. – „10 წელი ვიყავი ათენში, მერე დამემართა სიმსივნე და ყველაფერი გამიკეთეს ხარჯის გარეᲨე. წავედო საქართველოᲨი და ერთ ქიმიაᲨი 1500 ლარი მომთხოვეს. იქ რომ დამმართნოდა ეს ამბავი, ჩათვალეთ მკვდარი ვიქნებოდი. ცოტა რომ გამოვკეთდი, ისევ ათენში წამოვედი. საქართველოში რომელი კაბინეტში დამსვამდნენ და მამუშავებდნენ. სად არის სამსახურები, მით უმეტეს სოფლებში. 200 ლარი წამლებშიც არ ჰყოფნის ხალხს.“

ი.გ.  – „როცა შენი ქვეყნის მმართველობა  მონასავით გექცევა და არ გაძლევს საშუალებას ღირსეულად გამოიმუშაო საარსებო თანხა იძულებული ხარ გახვიდე ქვეყნიდან და ემსახურო სხვას  რომელიც  გიხდის  უკეთესად .  ყველამ ძალიან კარგად ვიცით 600 ლარად. ოჯახს კი არა თავს ვერ შეინახავ  დღეს კი ყველა სამსახური ამ  დამამცირებელ თანხას გთავაზობს 10 საათიანი რობოტივით მომსახურების სანაცვლოდ .  ჩვენ კი არ გავღორდით მანდ დარჩენილები გაღორდით და მონებად გინდათ ყველა აქციოთ.“

ლ. ი. – „თითქმის 20 წლამდე გაწელილმა “2-მა” წელმა, ფინანსური სტაბილურობის გარდა, საკუთარი თავი მაპოვნინა, როგორც პიროვნებას, უბრალოდ ადამიანს, საჭიროს და დაფასებულს პროფესიონალიზმის მხრივ და ახალიც კი აღმომაჩენინა საკუთარ თავში, ვგულისხმობ წლების მანძილზე უცხოენოვან ჟურნალში პუბლიკაციებს, რაც საქართველოში არც წასვლამდე და არც დაბრუნებულს არ მღირსებია. ერთადერთი და უდიდესი მინუსი ბავშვებთან დაშორება იყო, თუმცა ხშირად ვახერხებდით შეხვედრას. ალბათ გამიმართლა, რომ პროფესიით ვმუშაობდი სპორტულ ცენტრში და პარალელურად საკუთარი კაბინეტიც ავამუშავე. მრავალეროვანი სამეგობრო დღემდე მსტუმრობს საქართველოში. ემიგრაციის წლები ოქროს ციფრებით და ასოებით ჩაიწერა ჩემს ბიოგრაფიაში.“

მ. ო. – „ორი წელი ვიყავი ემიგრაციაში, ვალიც მოვიშორე და სოფელში  პატარა ნაკვეთიც ვიყიდე, მესამე წელია საქართველოში ვარ. ერთი დღეც არ გავჩერებულვარ, სულ  ვმუშაობ, მაგრამ ისეთი მიზერულია ანაზღაურება, ისევ  ვალები ხვდება  ხელფასს, ასე როდემდე იცხოვრებს ადამიანი, ისევ გაქცევაზე მიტომ გვიჭირავს თვალი, მინიმუმ 1500 ლარი მაინც უნდა  იყოს თითოეულის ხელფასი, დღევანდელი  ფასებიდან გამომდინარე.“

exclusivetv.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved