• რეკლამა
  • კონტაქტი
00:32, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ კანონით გვაქვს აკრძალული იმ ხალხის სახელების გამოცხადება, ვისაც ვიზის შეზღუდვები დავუწესეთ – მილერის განმარტება

ალია ავტორი - ალია
22:32 07-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,818

24 ივლისის ბრიფინგზე ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, მეთიუ მილერს ჰკითხა, აპირებს თუ არა ვაშინგტონი სტრატეგიის შეცვლას და ქართული ოცნების იმ სანქცირებულ პირთა ვინაობის დასახელებას, ვისაც სავიზო შეზღუდვები რამდენიმე თვის წინ დაუწესდა.

მილერმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ ეს აშშ-ს სტრატეგია არაა და გაიმეორა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სანქცირებული პირების დასახელებას კანონი უკრძალავს.

“ეს სტრატეგიის საკითხი არაა. ეს კანონის საკითხია. ჩვენ კანონით გვაქვს აკრძალული იმ ხალხის სახელების გამოცხადება, ვისაც ვიზის შეზღუდვები დავუწესეთ.” – თქვა მილერმა.

ამის შემდეგ რაუფოღლუმ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ჰკითხა, რატომ დაასახელეს გასულ წელს იმ სანქცირებული მოსამართლეების ვინაობა, რომლებსაც ასევე აშშ-ში მოგზაურობის შეზღუდვები დაუწესდათ. ასევე, კიდევ ერთმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ დაასახელეს იმ ისრაელელი პიროვნების ვინაობა, რომელიც იმავე დღეს დაასანქცირეს.

“გააჩნია რაზე საუბრობთ. ბოლო შეზღუდვები, რომლებიც დავაწესეთ, იყო სავიზო შეზღუდვები და აშშ-ს კანონით არ გვაქვს უფლება დავასახელოთ ადამიანები, რომლებსაც ეს შეზღუდვა დავუწესეთ.” – თქვა მილერმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს სანქცია სხვა წესდების საფუძველზეა დაწესებული.

მილერის განმარტებით, თუ სავიზო შეზღუდვა დაწესებულია აშშ-ს იმიგრაციისა და ეროვნების აქტის წესდების შესაბამისად, მაშინ არ აქვთ სანქცირებულ პირთა დასახელების უფლება.

სანქცია, რომელიც ქართული ოცნების წარმომადგენლებს 6 ივნისს დაუწესდათ, სწორედ  აშშ-ს იმიგრაციისა და ეროვნების აქტის “საგარეო პოლიტიკის არასასურველი შედეგების” ნაწილითაა გათვალისწინებული და მისი 212(a)(3)(C) პუნქტის შესაბამისად დაწესდა.

რაც შეეხება გასული წლის აპრილში სასამართლო კლანის სანქცირებას, მაშინ შეზღუდვები დაწესდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის შესაბამისად, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს.

ამას გარდა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე კვლავ გაუსვა ხაზი, რომ აშშ-ს პოლიტიკა დამოკიდებული იქნება ქართული ოცნების ქცევაზე.

მილერს რაუფოღლუმ ჰკითხა, აქვთ თუ არა ვაშინგტონში იმედი, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარ პოლიტიკას შეცვლის.

“ყოველთვის იმედი გვაქვს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც განიცდის დემოკრატიულ უკუსვლას, ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის უკუსვლას – ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ კურსს შეცვლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის ხალხს კურსის ცვლილება უნდა. მაგრამ, ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ვიმედოვნებთ მათი პოლიტიკის შეცვლას, ჩვენ ვიმუშავებთ მიდგომას იმ მოლოდინით, რომ ისინი ალბათ ასე არ მოიქცევიან.” – თქვა მილერმა.

,,ტაბულა”

თეგები: მეთიუ მილერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved