• რეკლამა
  • კონტაქტი
01:20, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ გვინდა ხელისუფლება შევიყვანოთ ჩიხში, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიყვანოთ – მსგავსი გეგმა ჩიხში ოპოზიციას შეიყვანს და არა ხელისუფლებას” – მელია

ალია ავტორი - ალია
14:04 11-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია:

 

„ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთხელ ადასტურებდა, რომ იგი მომართულია თანამშრომლობისთვის ყველა ოპოზიტურ პარტიასთან, ვისაც რეალურად სურს ცვლილება ქვეყანაში და უპირისპირდება ოლიგარქიულ მმართველობას. მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ახლაც გამონაკლისის გარეშე უნდა მოხდეს თანამშრომლობა, რათა მიტაცებული სახელმწიფო ხალხს დაუბრუნდეს. აქ, ბუნებრივია საუბარი ვერ იქნება ორ, სამ ან ოთხ პოლიტიკურ პარტიასთან. ტრადიციულად „ნაციონალური მოძრაობა” წლების განმავლობაში, როგორც მოქმედებდა ისე გააგრძელებს მოქმედებას. თანამშრომლობა ყველა იმ ჭეშმარიტად დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიასთან, ვისაც სურს ნორმალური საარჩევნო გარემო, დემოკრატიული და თავისუფალი. ვისაც ნამდვილად უნდა ქვეყანაში აღარ ჰყავდეს არავის პოლიტიკური პატიმარი და ვგულისხმობ, არცერთი პოლიტიკური პარტიას და ვისაც ნამდვილად სურს ევროპული მისწრაფებები რეალობად აქციოს. ამ ყველა ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიასთან „ნაციონალური მოძრაობა” თანამშრომლობდა და მომავალშიც ითანამშრომლებს.

რაც შეეხება, კონკრეტულ პრაიმერისს, თუ კი დღეს ვინმეს აწყობს პრაიმერისი, თუ კი ვინმეს დღეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც “ნაციონალური მოძრაობისთვის” უცხო ნამდვილად არ არის, მერწმუნეთ, თავმდაბლობის გარეშე გეუბნებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, პრაქტიკულად ყველა ტიპის კონკურენციაში, ის გაიმარჯვებს მარტივი მიზეზების გამო და ახლა ამ მიზეზებს არ ჩამოვთვლი. მოემსახურება ეს საერთო მიზანს? ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული სვლა? – ვფიქრობ, ამ ნაბიჯით ივანიშვილის ოლიგარქიული წყვდიადი არ გაიფანტება. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ პარტიებმა კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, ეს პოზიცია „ნაციონალურ მოძრაობაში” ჩამოყალიბებულია, მოვიპოვოთ სამართლიანი, თავისუფალი საარჩევნო გარემო და მერე ყველა ოპოზიციური პარტია ინდივიდუალურად გაძლიერდეს და მით უფრო, თუ ჩვენ საუბრობთ მომავალ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. პროპორციული სარჩევნო სისტემა პრაქტიკულად იყო რგოლის ოცნება, რაზეც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველა თაობა პოლიტიკური ოპოზიციური წარმომადგენელი საუბრობდა.

დღეს, ჩვენ გვინდა ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში პროპორციული არჩევნები გვქონდეს. ვფიქრობ, მთელი ძალ-ღონე და ენერგია ამ მიმართულებით უნდა მოაგროვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, განსაკუთრებით შედარებით მცირე მოცულობის ოპოზიციურმა პარტიებმა, ვიდრე ეს არის “ნაციონალურმა მოძრაობა”. ჩემთვის გაერთიანება და თანამშრომლობა ორი სხვადასხვა ცნებაა და თვისობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩემთვის თანამშრომლობა ამ ეტაპზე გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის ურთიერთობაა, ვიდრე თუნდაც ხელოვნური ტიპის გაერთიანება. ამ აზრისთვის, ჩვენ შარშან და შარშანწინ პრაიმერის წესით, რომ შეგვერჩია მაჟორიტარობის კანდიდატები ყველგან ,,ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებდა, ეს ხომ ვიცოდით, ამიტომ ჯენტლმენურად, კოლეგიალურად დავსხედით და გავაკეთეთ სამართლიანი ჟესტი სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ. გარკვეულ ადგილებში ამან გაამართლა და გარკვეულ ადგილებში ამან არ გაამართლა. ჩვენ რისთვის გვინდა მსგავსი პროექტის და გეგმის განხორციელება? – ჩვენ გვინდა ხელისუფლება შევიყვანოთ ჩიხში, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიყვანოთ. მიმაჩნია, რომ მსგავსი გეგმის განხორციელება ჩიხში ოპოზიციას შეიყვანს და არა ხელისუფლებას”

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved