• რეკლამა
  • კონტაქტი
13:06, შაბათი, 2 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჩვენ გარეშე ახლა ყველა გერმანულად და ცოტა იაპონურად ილაპარაკებდით” – ტრამპი

ალია ავტორი - ალია
22:08 01-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
294

ენერგეტიკა, ვაჭრობა, მიგრაცია და ეკონომიკის ზრდა უნდა იყოს ცენტრალური თემები მათთვის, ვისაც სურს ძლიერი და გაერთიანებული დასავლეთის ხილვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, ევროპელები უნდა ჩამოსცილდნენ იმ კულტურას, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში შექმნეს.

„საშინელი სანახავია, რასაც ისინი აკეთებენ, რასაც საკუთარ თავს უკეთებენ, რასაც უკეთებენ ამ ლამაზ ადგილებს. ჩვენ გვსურს ძლიერი მოკავშირეები და არა სერიოზულად დასუსტებულები. ჩვენ გვინდა, რომ ევროპა იყოს ძლიერი. ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

არაფერი ხდის სიტუაციას უფრო მკაფიოს, ვიდრე ის, რაც ხდება გრენლანდიის გარეშემო. გსურთ, რამდენიმე სიტყვა ვთქვა გრენლანდიაზე? ვიფიქრე, ეს ნაწილი სიტყვიდან ამომეღო, მაგრამ ვფიქრობ, ამას ცუდი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ძალიან დიდი პატივს ვცემ გრენლანდიელ და დანიელ ხალხს, მაგრამ ნატო-ს ყველა მოკავშირე ვალდებულია, შეძლოს საკუთარი ტერიტორიის დაცვა. ფაქტი კი ის არის, რომ არცერთი ცალკე აღებული ქვეყანა ან ქვეყნების ჯგუფი არ არის იმ პოზიციაში, რომ შეძლოს გრენლანდიის დაცვა, გარდა აშშ-ისა. ჩვენ დიდი ძალა ვართ. იმაზე დიდი, ვიდრე ხალხს ეგონა. ვფიქრობ, მათ ეს აღმოაჩინეს ორი კვირის წინ ვენესუელაში. ჩვენ ეს ასევე ვიხილეთ მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც დანია გერმანიის ხელში აღმოჩნდა მხოლოდ ექვსსაათიანი ბრძოლის შემდეგ. მან ვერ შეძლო ვერ საკუთარი თავის და ვერც გრენლანდიის დაცვა. მაშინ აშშ იძულებული გახდა და იგრძნო ვალდებულება, გაგვეგზავნა ჩვენი ძალები გრენლანდიის ტერიტორიის შესანარჩუნებლად. ჩვენ ეს გავაკეთეთ, რაც ძალიან დიდ ფასად დაგვიჯდა. დანიელებს არ ჰქონდათ შანსი. დანიამ ეს იცის.

ჩვენ გრენლანდიაზე ბაზები დანიისთვის განვათავსეთ. ჩვენ ვიბრძოლეთ დანიისთვის. ვიბრძოდით მათ დასაცავად. ეს არის დიდი, ლამაზი ყინული ნაჭერი. ჩვენ გადავარჩინეთ გრენლანდია და წარმატებით მოვახდინეთ პრევენცია, რომ ჩვენს მტრებს ფეხი არ მოეკიდებინათ ჩვენს ნახევარსფეროში. ასე რომ, ეს ჩვენთვისაც გავაკეთეთ. ომის შემდეგ, რომელიც ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ გარეშე თქვენ, ყველანი ახლა გერმანულად და ცოტა იაპონურად ილაპარაკებდით. ომის შემდეგ გრენლანდია უკან დავუბრუნეთ დანიას. როგორი სულელები ვიყავით, მაგრამ მაინც დავაბრუნეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.(საზმაუს თარგმანი)

თეგები: დონალდ ტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved