• რეკლამა
  • კონტაქტი
20:11, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ გადავეფარებით ნიკა მელიას” – სად იკრიბება ოპოზიცია?

ალია ავტორი - ალია
20:45 02-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა:

ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე დამჭირდებოდა მოსვლა მოწინააღმდეგე პარტიის ოფისში და მით უფრო, მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების დაგმობა.

ეს შეძლო ერთადერთმა კაცმა სამყაროში, მისი სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი და ეს სახელი და გვარი უკვე შესულია საქართველოს ისტორიაში სერგო ორჯონიკიძის და სხვა მოღალატეთა გვერდით. ერთპარტიული პარლამენტი დღეიდან გადაიქცა ინკვიზიციურ პარლამენტად. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ რეჟიმი გავუშვათ მშვიდობიანად, მაქსიმალურად ხავერდოვანი მეთოდებით, ამისათვის ყველაფერს ვაკეთებდით განვლილ პერიოდში, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ასე გაერთიანებული ოპოზიცია. საერთო მიზანმა შეგვკრიბა, რომ ოკუპანტების მიერ დასმული რეჟიმი მოვაცილოთ ქვეყანას და მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ ჩვენს ხალხს, თუნდაც მოწინააღმდეგეებს, რომ მათ ერთი თმა არ ჩამოუვარდეთ, რაც სხვათა შორის ვერ გაითვალისწინა ბატონმა ტრამპმა, როდესაც თავისი მომხრეები დაძრა კაპიტოლიუმზე და ხუთი კაცი მოკლეს. ჩვენ ხომ არ გაგვიკეთებია ამდაგვარი რამ.

ოპოზიციონერები 20 ივნისს ხალხის მიერ სპონტანურად გამართულ აქციაზე მივიდნენ. მისი ორგანიზება პატრიოტმა სულმა გააკეთა, რომელიც ჩვენს ხალხშია დასაბამიდან დავანებული. ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი ეს ვერდიქტებია ნიშანია, რომ თუ არ იქნა მაგარი პასუხი ოპოზიციისგან და ხალხისგან ყბაში ხელისუფლების მიმართ, საქართველოს ისტორიას ისინი დაამთავრებენ. მე ვეუბნები, რომ საქართველოს ისტორიას ვერ დაამთავრებენ და ჩვენ მათ დავამთავრებთ. ჩვენ გადავეფარებით ნიკა მელიას, რადგან ხელისუფლება არის არალეგიტიმური და დაკომპლექტებულია ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვით, პირადი სტომატოლოგით, პირადი მზარეულით, პირადი ბანკირით, პირადი დამლაგებლით, მე ყველა ამ პროფესიას პატივს ვცემ, მაგრამ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, უზურპირებული და ოკუპანტის მიერ დანიშნული, ის ხელისუფლება არ არის“

თეგები: შალვა ნათელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved