• რეკლამა
  • კონტაქტი
00:22, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ დიდი ხანია აღარ გვყვავს ჭეშმარიტი პატრიარქი და სინოდი – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
12:08 02-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სინოდის განჩინებასა და განჩინებაში მის შესახებ ჩანაწერს ეხმაურება – როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ეკლესიას თავად სინოდისა და საპატრიარქოს ქმედებები შეურაცხყოფს.

დეკანოზი განმარტავს, რომ ეკლესიაში არსებობს სხვა უამრავი პრობლემაც და განჩინებაში მის მიერ საპატრიარქოს კრიტიკისთვის ადგილის დათმობა არაადეკვატურია.

ასევე, ის საუბრობს იმ კონკრეტული პირების გადაცდომებზეც, ვისზეც, დეკანოზის აზრით, სხდომაზე უნდა ემსჯელათ და სინოდს „ერის მაზომბირებელს“ უწოდებს.

„საქართველოს ეკლესიის სინოდი, ფორმირებული საბჭოთა კგბ-ს მიერ (იხ. ედ. შევარდნაძის სატელევიზიო აღიარება) აგრძელებს ერის ზომბირებას, საეკლესიო ძალაუფლების უზურპაციას და რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიის ღრმად ჩანერგვას ქართველ ხალხში, ნაცვლად იმისა, რომ ემსჯელათ მოსკოვის პატრიარქ კირილეს მიერ საქართველოში შემოჭრაზედა ცხინვალში უზარმაზარი რუსული ეკლესიის აშენებაზე და დეკანოზ თადეოზ სარალიძის ანტიეროვნულ, ანტიჰუმანურ, ანტიქრისტიანულ ქადაგებებზე, ეპ. იაკობის, მიტრ. საბა გიგიბერიას და ეპისკ. სპირიდონ აბულაძის არასერიოზულ ქადაგებებზე/განცხადებებზე და სხვა მრავალ დარღვევაზე, მე-4 საკითხად გატანილ იქნა ჩემი საკითხი, რომ ჩემი კრიტიკა საპატრიარქოს და მისი ცალკეული იერარქების ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ, ანტიჰუმანისტურ ქმედებებზე არის მათთვის შეურაცხმყოფელი და ამიტომ ვიმსახურებსსადამსჯელო კომისიის მიერ განხილვას და შესაბამისად სასჯელს.

უნდა ვთქვა, რომ იმაზე დიდი შეურაცხჰყოფა ქრისტესი და მისი ეკლესიის, რასაც ჩვენი წითელი საპატრიარქო და მისი ფსევდო სინოდი კადრულობს, ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ დიდი ხანია აღარ გვყვავს ჭეშმარიტი პატრიარქი და სინოდი, მის ნაცვლად არის ძალაუფლების და სიცრუის კერპი, რომელმაც დაიმონა მთელი საქართველი და დააზომბირა ქართველი ერის დიდი უმრავლესობა! ასეთი ფსევდო ეკლესიის მღვდელმსახურება მიმაჩნია ქრისტეს გაყიდვად და სატანის მსახურებად! დანარჩეს უფრო დეტალურად თანდათან მოგახსენებთ და განვაცხადებ!”,- წერს დეკანოზი.

სინოდის 11 თებერვლის სხდომის განჩინება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ერთერთი პუნქტი კი სწორედ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს ეხება. როგორც განჩინებაში ვკითხულობთ, დეკანოზის შესახებ  სინოდალური კომისია იმსჯელებს. ზნეობრივი კომისია იმსჯელებს, ასევე, მამა პეტრე ცაავას შესახებაც.

განჩინებაში, ასევე, საუბარია გარეჯის საქმეზე – სინოდი იმედს გამოთქვამს, რომ დელიმიტაციის პროცესი ისტორიული ტერიტორიების ხელყოფის გარეშე წარიმართება. 

სხდომაზე შეეხნენ ვაქცინაციის თემასაც და მორწმუნეთა აცრა კორონავირუსისწინააღმდეგ დასაშვებად მიიჩნია, თუმცა ანტივაქსერული განცხადებები არ დაგმო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved