• რეკლამა
  • კონტაქტი
15:07, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ დავიცავთ საქართველოს… დროა კავკასიის ხალხებმა აიღონ პასუხისმგებლობა ” – “კავკასიის კავშირის” მემორანდუმი

ალია ავტორი - ალია
15:11 10-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,416

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:

❗️ყურადღება – შეგიძლიათ გაავრცელოთ:

🔘ინფორმაცია:
🔘 “კავკასიის კავშირის” მემორანდუმი (ფოტოზე მარცხნივ)-მიღებულია კიევში 2023 წლის 7 დეკემბერს, ხელმოწერილია კავკასიის კავშირის კონვენტის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ლადო გამსახურდიასა და “კავკასიის ლეგიონში” შემავალი ყველა სამხედრო ჯგუფის, მათ შორის სომხური, აზერბაიჯანული, ჩეჩნური და სხვა ბატალიონების მიერ.

🔘 მემორანდუმის ინიციატორია კავკასიის კავშირის კონვენტის სამხედრო კომიტეტი და მემორანდუმის თანახმად, “კავკასიის” ლეგიონში” შემავალი ყველა შენაერთი იღებს პასუხისმგებლობას ურთიერთთანამშრომლობისა და თანადგომის შესახებ, მხედრული ღირსების შესაბამისად და მთავარ მიზნად დასახელებულია უკრაინისა და კავკასიის თავისუფლებისთვის ბრძოლა და რუსული აგრესიისგან ერთობლივი თავდაცვა.

🔘 “კავკასიის კავშირის” კონვენტის სამხედრო კომიტეტის მოწოდება უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი “კავკასიის ლეგიონის” კავკასიელი და უკრაინელი წევრებისადმი (ფოტოზე მარჯვნივ):

❗️ძვირფასო კავკასიელებო, დებო და ძმებო!

❗️”კავკასიის კავშირის” ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მწვავდება სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოს ირგვლივ: რუსეთს არ სურს კავკასიელი ხალხისთვის სიმშვიდე, ის ვერასდროს გაძღება მათი სისხლით!
ჩვენ კვლავ ვისმენთ მუქარას რუსეთის მხრიდან, კავკასიის ხალხთა ქვეყნებში ახალი სამხედრო აგრესიის შესახებ, მაგრამ საქართველოში, როგორც კავკასიის გულში, ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება.

ჩვენ დავიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც წარმოადგენს ნებისმიერი აგრესიის მოგერიების შემძლე, მომავალი კავკასიის კონფედერაციის კავშირის შუაწერტილს.

მოვიდა დრო, კავკასიის ხალხებმა აიღონ თავიანთ თავზე ისტორიული პასუხისმგებლობა კავკასიის მომავალი ხალხის წინაშე და შეუერთდნენ კავკასიის კავშირის კონვენტის სამხედრო კომიტეტის მოწოდებას.

ჩვენ ჰუმანური ცივილიზაციის ხალხი ვართ, ჩვენ კავკასიელები ვართ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთი სამშობლო გვაქვს! კავკასიელების კეთილშობილური ტრადიციებით თვით მოსისხლე მტერიც კი აღფრთოვანებულა! კავკასიაში არასდროს ყოფილა არც რასობრივი დისკრიმინაცია, არც ომი რელიგიებს შორის!

სამსაუკუნოვანი მკვლელობების მიუხედავად, რუსეთის იმპერიამ კავკასიური ეტიკეტის გაქრობაც კი ვერ მოახერხა!

უსულგულო, არაადამიანური წარმონაქმნი რუსეთის სახით ცდილობს შეაშინოს მთლიანად კავკასიური სუპერეთნოსი!

რუსეთი ისევ დაიგეშა და იწევს საქართველოზე, კავკასიის ყველა ხალხის უწყინარ გულზე!

ამ შემთხვევაში მონსტრი ძალიან შემცდარია, რადგან ეს არ იქნება ომი მძლავრ რუსეთსა და სუსტ საქართველოს შორის, ეს იქნება ომი სრულიად კავკასიის ხალხთან და ჩვენ მივიღებთ ამ გამოწვევას როგორც კავკასიის, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე: ჩვენ გავანადგურებთ აგრესორებს!

ჩვენ უკვე არავის მივცემთ კავკასიის ოკუპაციის უფლებას!”🔘

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved