• რეკლამა
  • კონტაქტი
07:12, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ და რომ დავამარცხეთ კორონა” – ამირან გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
15:47 12-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე:

„გასაგებია, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი – 0.94 პროცენტი ორი-სამი პროცენტი არ არის, რომელიც ზოგიერთ ქვეყანას აქვს, მაგრამ ჩვენთვის თვითონ რიცხვი სერიოზულია. მოგეხსენებათ, სექტემბრის ათ რიცხვამდე ძალიან კარგად მივდიოდით, სულ 19 გარდაცვლილი გვყავდა, ხოლო 1 500-მდე ინფიცირებული. სამწუხაროდ განსაკუთრებით ნოემბერია ჩვენთვის მძიმე და ყველა გარდაცვალების შემთხვევა, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა.

რამდენჯერმე გლობალური სტატისტიკა რომ გაგაცანით, დღესაც 2.4 პროცენტზეა შვიდიდან ჩამოსული გარდაცვალების მაჩვენებელი, ანუ ვირუსი შედარებით შემსუბუქებულია და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმის გამო, რომ სწორედ გაზაფხულზე და ზაფხულში მსოფლიომ შედარებით უკეთ ისწავლა დაავადების მართვა, ზოგადად სიკვდილიანობის პროცენტი არის შემცირებული, მაგრამ რაოდენობაა გაზრდილი, რადგან ინფიცირებულთა რიცხვიც არის სერიოზულად გაზრდილი. იგივე ხდება საქართველოშიც. პროცენტი დაბალია, მაგრამ ნოემბერში სიკვდილიანობის რიცხვი ძალიან მაღალი გვქონდა. დამერწმუნეთ, მე ხშირად ვსაუბრობ ამაზე და გასაგებია, რომ მაკრიტიკებენ და შეგიძლიათ თქვენც გამაკრიტიკოთ, მზადება როგორი იყო და რომ არაფერი გაკეთებულა და ასე შემდეგ. როგორ არ გაკეთებულა, გადამზადებაც მიმდინარეობდა, შესყიდვებიც მიმდინარეობდა, გარკვეული გეგმებიც დასახული არის და მზადების გეგმაც იყო, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვპროგნოზირებდით, რომ დღეში ოთხ და ხუთი ათასამდე შემთხვევა გვექნებოდა. რამ შეუწყო ხელი, ამაზეც რამდენჯერმე მოგახსენეთ.

ზაფხულში ჩვენ (ქართველებს ეს გვახასიათებს) დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ და შევიქმენით ილუზია, რომ  დავამარცხეთ კორონა. ყოველთვის გეუბნებოდით, კორონავირუსი არსად წასულა, კორონავირუსი იქნება, ყველამ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, მაგრამ სამწუხაროდ, ზაფხული ძალიან თავისუფლად წავიყვანეთ. იცით, ვითარება გართულდა ბათუმში, ამას მოჰყვა ძალიან დიდი მობილობა წინასაარჩევნო პერიოდში, კიდევ უფრო დიდი მობილობა არჩევნების დღეს, როცა ორი მილიონი ადამიანი გამოვიდა და იცით, ოქტომბრის ბოლოს 1 500 – 1 700 შემთხვევა იყო დღეში და ნოემბრის შუა რიცხვებში  3 000-ზე ავედით. ეს სწორედ იმ მობილობის და შემდგომი სხვა მობილობების კოდი და გამოხატულებაა, რაც ჩვენ გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერში“

წყარო – 1 ტვ

თეგები: ამირან გამყრელიძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved