• რეკლამა
  • კონტაქტი
20:28, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მოციქულთა სახელები, მათი ცხოვრება და ღვაწლი, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ჩვენი ეკლესიის შენობის საძირკველს… – მეუფე შიო

ალია ავტორი - ალია
16:46 07-13-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
352

ჩვენ მიერ წირვაზე ერთობლივად აღვლენილი ლოცვები იმაზე მეტყველებს, რომ მოციქულებისგან მიღებული მემკვიდრეობა დღესაც ცოცხალია ჩვენს ეკლესიასა და ჩვენს ერში, ჩვენი ერის ცხოვრებაში, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მან მორწმუნეებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მილოცვა და ლოცვა-კურთხევა გადასცა.

მეუფე შიომ მოციქულთა ღვაწლზე ისაუბრა.

„ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მოციქულთა სახელები, მათი ცხოვრება და ღვაწლი, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ჩვენი ეკლესიის შენობის საძირკველს, იმ შენობისა, რომელიც უკვე 2 000 წელია დგას და, ღვთის შეწევნით, მომავალშიც იდგება, ვიდრე ჟამთა აღსასრულამდე.

დღეს გახლავთ დღესასწაული ამ დიდებული ტაძრისა, სადაც იკურთხებოდნენ და ლოცულობდნენ ჩვენი დიდი პატრიარქები, დიდი მღვდელმთავრები, მეფეები.

ის, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ შეკრებილნი და ჩვენ მიერ წირვაზე ერთობლივად აღვლენილი ლოცვები იმაზე მეტყველებს, რომ მოციქულებისგან მიღებული მემკვიდრეობა დღესაც ცოცხალია ჩვენს ეკლესიასა და ჩვენს ერში, ჩვენი ერის ცხოვრებაში. როდესაც დღეს ვიხსენიებთ წმინდა მოციქულებს, რომლებმაც თავიანთი ღვაწლით, თავიანთი სისხლითა და ცრემლით, ქრისტეს ნათლით განანათლეს საქართველო და ასევე იმჟამინდელი მსოფლიოს ყველა მხარე, გვახსენდება სახარებიდან ეპიზოდი, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ მათ მოუწოდა და უთხრა: „მოდით და შემომიდექით მე“ (მთ. 4, 19). აი, მას შემდეგ მომავალმა მოციქულებმა ყველაფერი მიატოვეს და ქრისტეს გაჰყვნენ და ეს მოწოდება უფლისა არის მოწოდება ყოველი ჩვენგანისადმი. ეს არის ასევე მოციქულების მოწოდება. ეს არის ყველა იმ წმინდანის მოწოდება, რომლებმაც მოციქულების მსგავსად მიატოვეს ყველაფერი იმისთვის, რომ ქრისტესთან ყოფილიყვნენ.

ზოგჯერ სახარებაში მოციქულთა შესახებ ვკითხულობთ ისეთ რამეს, რაც გვაკვირვებს ხოლმე. ჩვენ ვხედავთ, რომ სულიწმიდის გარდამოსვლამდე მოციქულები ზოგჯერ ავლენენ სისუსტეს, ავლენენ მერყეობას რწმენასა და სულიერ ცხოვრებაში, ანუ ყველაფერ იმას, რაც ჩვენც გვახასიათებს. მაგრამ მათგან განსხვავებით ამ მერყეობისა და სისუსტის დროს ჩვენ უფრო ხშირად ვშორდებით-ხოლმე ქრისტეს და ეს გვაკარგვინებს ჩვენი შინაგანი სულიერი საყრდენისა და ჩვენი რწმენის სიძლიერის შეგრძნებას. მოციქულები კი, მიუხედავად მათ მიერ ზოგჯერ გამოვლენილი ამ უძლურებისა, არ ტოვებდნენ მაცხოვარს და ყოველთვის მასთან იყვნენ, ვინაიდან მათ ჰქონდათ უმთავრესი თვისება, ძვირფასო ძმებო და დებო, დიდი სიმტკიცე და შემართება, გამბედაობა, ქრისტეს შედგომისა, რომ ქრისტესთან ყოფილიყვნენ.

ჩვენ ძალიან გვაკლია ეს თვისება. ამიტომ დღეს ჩვენ გვმართებს ვთხოვოთ წმინდა მოციქულებს, ილოცონ ჩვენთვის, რათა უფალმა მოგვცეს ეს სიმტკიცე და გამბედაობა, რომ ყოველთვის გვესმოდეს ხმა ქრისტესი, რომელიც მოგვიწოდებს და პასუხს ვცემდეთ ამ მოწოდებას მოციქულების მსგავსი ერთგულებით.

წმინდა მოციქულები ემსახურნენ ღვთის სიტყვის ქადაგების საქმეს, ისინი ქადაგებდნენ ქრისტეს, ქადაგებდნენ ქრისტეს აღდგომაზე, ისინი აძლიერებდნენ ადამიანებს რწმენაში, სულიერებაში. დაბოლოს, ღვთის სიტყვის ქადაგებისა და ქრისტესთვის მოწამებრივი სიკვდილი დაითმინეს; მათმა ქადაგებამ, როგორც ნათქვამია დღევანდელი დღესასწაულის წარდგომაში, მსოფლიოს უკიდურეს მხარეებამდეც კი მიაღწია: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

ძვირფასო ძმებო და დებო, ის ქადაგება, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს წმინდა მოციქულებმა, დღესაც გრძელდება. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ქრისტეს დამოწმებას, ჩვენ დღესაც ვაცხადებთ სახარებისეულ ჭეშმარიტებებს, დღესაც ვქადაგებთ სახარებას, რითაც ვბაძავთ წმინდა მოციქულებს. ისინი კი თავიანთი ლოცვებით გვაძლიერებენ ამ ღვაწლში, რომელსაც ჩვენ შეძლებისდაგვარად მათი მიბაძვით ჩვენს ცხოვრებაში აღვასრულებთ.

მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებით და დიდი სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის დიდი მსახურებაც არის ნათელი დასტური იმისა, რომ სამოციქულო მსახურება და სამოციქულო მემკვიდრეობა დღესაც გრძელდება და მისი უწმინდესობა არის უპირველესი გამოვლინება და მატარებელი ამ დიდი მსახურებისა. მინდა, მას ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და მოციქულთა შეწევნა და დიდი მადლობა
გადავუხადო მისი ღვაწლისთვის, რომელსაც იგი ასეთი სიმტკიცით და მოშურნეობით დღესაც აღასრულებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მოციქულთა დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას. უფალმა მოციქულთა ლოცვით, სვეტიცხოვლისა და საუფლო კვართის მადლით, რომელიც ამ წმინდა ტაძარში არის დავანებული, დაგლოცოთ და გაგახაროთ. უფალმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა მეუფემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved