“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, 19:00 საათის მონაცემებით, მმართველი პარტია 20-ვე მუნიციპალიტეტში იმარჯვებს.
როგორც მან აღნიშნა, პარტიამ ეს ინფორმაცია, “ქართული ოცნების” აქტივისგან მიიღო.
“ჩვენი აქტივისგან 19:00 საათის მონაცემებია შემოსული. ამ მონაცემების თანახმად, ჩვენ არჩევნებს ვიგებთ 20-ვე მუნიციპალტიტეტში.”
ცნობისთვის, მანამდე პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ 2 მუნიციპალიტეტში არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობდა.
კომენტარები