• რეკლამა
  • კონტაქტი
23:48, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, თუმცა, ჩვენ ვიმსახურებთ შანსს გავხდეთ უკეთესები – გახარიას წერილი ევროპარლამენტს

ალია ავტორი - ალია
12:43 03-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს და კომიტეტის წევრებს წერილით მიმართავს.

გიორგი გახარიას წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“ძვირფასო ბატონო მაკალისტერ,

ძვირფასო ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებო:

მე დღეს მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი და საქართველოს რიგითი მოქალაქე. ამ სიტყვების წერისას, მე განმსჭვალული ვარ უკრაინელი ხალხის და მისი ხელისუფლების მიმართ პატივისცემით. დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას და ღირსებას, არამედ ყველა ჩვენთაგანისას. ის იცავს წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს, სადაც თითოეულ ქვეყანას აქვს უფლებები, მათ შორის, უფლება პატივს სცემდნენ მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; უფლება თავად აირჩიოს ვისთან იყოს ალიანსში; უფლება იყოს თავისუფალი გარე ზეგავლენებისგან. უკრაინამ ჩვენ ყველას მოგვცა შესაძლებლობა, ვიმოქმედოთ ჩვენი ღირებულებების შესაბამისად და დავდგეთ ერთად იმის დასაცავად, რაც გვჯერა, რომ არის ყველასთვის კარგი.

დღეს არის გარდამტეხი მომენტი და მოგმართავთ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მოგვანიჭოთ უფლება ჩვენ – საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, რომ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს, წესებზე დაფუძნებული ერთობის ნაწილი; გაგვიხსნათ ევროპული პერსპექტივა და ბოლომდე მიიყვანოთ ევროპული დემოკრატიების გაერთიანების პროცესი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, მე ამ შემთხვევაში საქართველოზე ვსაუბრობ, თუმცა, ჩვენ ვიმსახურებთ შანსს გავხდეთ უკეთესები. ევროპარლამენტი ყოველთვის უჭერდა მხარს ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას. დღეს, მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ კონკრეტული რეზოლუცია იქნება ძალიან დროული და მნიშვნელოვანი.

2008 წელს საქართველო დაისაჯა ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისთვის, დღეს ისჯება უკრაინა. 2008 წლისგან განსხვავებით, დღეს მთელი მსოფლიო ერთად დადგა ბოროტების წინააღმდეგ. მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს მზარდია იმის გააზრება, რომ რუსეთი გამოწვევას უგზავნის ცივი ომის შემდგომ ჩამოყალიბებულ სრულიად უსაფრთხოების არქიტექტურას და შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ყველას და არა მხოლოდ უშუალო მეზობლებს. უკრაინელი ხალხის თავგანწირვა არის ჩვენთვის ყველასთვის შთაგონების წყარო. ჩვენ ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ. ევროპისთვის ჭეშმარიტი გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნების დემოკრატიზაცია და ტრანსფორმაცია რუსეთის საზღვრებთან”- წერია წერილში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved