• რეკლამა
  • კონტაქტი
14:17, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენ არ გვინდა, რომ ის დაძაბულობა რაც უკრაინაშია, გადმოვიტანოთ აქ“ – ფრიდონ ინჯია

ალია ავტორი - ალია
17:23 01-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

რა თქმა უნდა, უკრაინის თავისუფლებას, ქვეყნის ერთიანობას ვუჭერთ მხარს, გვერდში ვუდგავართ, მაგრამ ფრონტის ხაზზე გამოვიდეთ უკრაინასთან ერთად, არაა საჭირო- ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფიდონ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„როცა ორი დიდი ვეება მონსტრი, ერთმანეთთან არჩევს და იხილავს კონტინენტზე ქვეყნებისა და რეგიონების გადანაწილებას, სადაც ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება, ამ პოზიციაში ჩვენ რომ ახლა მხარე გამოვიდეთ, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ის რა მიწერ -მოწერაც მიდის ამ ორ მონსტრს შორის, ნაწილი არის საიდუმლო. ჩვენ არ ვიცით, რაზეა საუბარი. ჩვენ არ ვიცით ამის მიღმა არის კიდევ რაღაც ხელშეკრულება ანდა საიდუმლო საუბარი ამერიკასა და რუსეთს შორის თუ არა. აქ მიდის პირდაპირ ვაჭრობა, მაგრამ ჯერ ეს ვაჭრობაც არ დაწყებულა, ეს არის ურთიერთობების, ხედვების მოთელვა ამერიკასა და რუსეთს შორის. ამ დროს, ჩვენ გამოვდივართ… შეიძლება იმ დახურულ მიმოწერაში ვაჭრობა რომ დაიწყება, მაშინ რაღაცნაირად ჩვენი ინტერესებიც რაღაც იყოს. შეიძლება რაღაც მოგება ვნახოთ, რაღაცას გამოვკრათ ხელი. შეიძლება რაღაც ისე იყოს, რომ აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონტექსტში მოხდეს, რასაც ისინი უკრაინასთან მიმართებით ითხოვენ. ეს საკითხი ნაადრევია. შეიძლება იმ ჩვენს დაკარგულს რაღაც ნაწილი დასაკარგად დაემატოს.
რა თქმა უნდა, უკრაინის თავისუფლებას, ქვეყნის ერთიანობას ვუჭერთ მხარს, გვერდში ვუდგავართ, მაგრამ ფრონტის ხაზზე გამოვიდეთ უკრაინასთან ერთად, არაა საჭირო, ჩვენი ხალხის ინტერესებში არაა. ნურავინ იტყვის, რომ აქ ახმოვანებს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის ხმას, რომ წავიდეთ მივიღოთ მონაწილეობა, ვიომოთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ის დაძაბულობა რაც უკრაინაშია, გადმოვიტანოთ აქ. მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ყოველი ამგვარი განცხადებებისგან. დაველოდოთ ვაჭრობას, რომელიც ჯერ არ დაწყებულა,“- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved